ალბერტო მორენო: "მადრიდში მივდივარ"

"მადრიდის რეალი" კოენტრაუს შემცვლელს ეძებს და ასეთად მადრიდელებს ალბერტო მორენო ესახებათ. თავად ფეხბურთელიც თანაგუნდელებთან საუბრისას გამოტყდა, რომ არ გამორიცხავს მადრიდში გადაბარგებას.

"მე "მადრიდის რეალში" მივდივარ"-ასეთი მიმართვა გააკეთა თანაგუნდელების მისამართით. მორენოს კანდიდატურას მარცხენა ფლანგზე "მადრიდის რეალის" მესვეურები აქტიურად განიხილავენ და მოსალოდნელია, რომ მიმდინარე წლის ზაფხულის სატრანფერო ფანჯრისას 21 წლის ფეხბურთელი (22 წლისა ის 5 ივლისს გახდება) "ბლანკოსების" რიგებში ამოყოფს თავს. ალბერტო მორენო მარცხენა ფლანგის მცველია, რომელსაც კარგ მომავალს უწინასწარმეტყველებენ ესპანეთის ეროვნულ ნაკრებშიც.

ფეხბურთელს "სევილიასთან" კონტრაქტი 2018 წლამდე აკავშირებს და მისი გამოსასყიდი ფასი 30 მლნ. ევროა, მაგრამ მიუხედავად ამისა, "თეთრები" აპირებენ რომ "სევილიასთან" მოლაპარაკებები 18 მლნ. ევროდან დაიწყონ. შესაძლოა ფასსაც დაუწიონ და საბოლოო შეთანხმება 15 მლნ. ევროზე გაფორმდეს. მორენოთი დაინტერესებას გამოხატავს "ნაპოლი", რომელსაც ბენიტესი ხელმძღვანელობს, მაგრამ ფეხბურთელს , როგორც მისი განცხადებიდან ირკვევა, მიზნად აქვს "მადრიდის რეალში" თამაში.

  • shvela
  • 13 მარტი 2014
  • 2 402
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)