დანი მწყობრშია, მადრიდელები ვარჯიშს განაგრძობენ
იმისათვის, რომ მადრიდელების პირველ ადგილს საფრთხე არ შეექმნას, ფეხბურთელი ინტენსიურად ემზადებიან მომდევნო დაპირისპირებისთვის.
დღევანდელი სესიის სასიმოვნო სიახლე ის გახლდათ, რომ მთავარ ჯგუფთან ერთად ვარჯიშს დაუბრუნდნენ: ვარანი, ბენზემა და კარვახალი.ეს უკანასკნელი მწყობრშია და „მალაგასთან“ შეხვედრას სრულ მზადყოფნაში შეხვდება.
რაც შეეხებათ კოენტრაუსა და რამოსს, ისინი სატრენაჟორო დარბაზში განაგრძობენ მუშაობას, ხოლო არბელოა და გერმანიაში მყოფი ხედირა, სარეაბილიტაციო კურს გადიან.
განვლილ ვარჯიშზე, ძირითადი შემადგენლობის მოთამაშეების გვერდით, კასტილიელებიც, პაჩეკო, დერიკი, კასადო და ქუინი, ირჯებოდნენ.
AS
- 12 მარტი 2014
- 2 213
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.