„რეალმა“ და „ბარსამ“ გომესი დაბლოკეს
როგორც იცით, 23 მარტის „კლასიკოს“ განსჯა უნდიანო მალენკოს მიანდეს.
ოფიციალური ინფორმაციის გამოქვეყნებამდე რამდენიმე დღით ადრე, ესპანურ პრესაში იწერებოდა, რომ მადრიდულ-კატალონიურ ჯახს კლოს გომესი წარუძღვებოდა და როგორც ირკვევა, სულაც არ ყოფილა აღნიშნული სიახლე ჭორი.ფედერაციაში გადაწყვეტილი ჰქონიათ, არაგონელის დანიშვნა მეორე წრის ცენტრალურ მატჩზე, თუმცა კლუბების მოთხოვნით, კომპეტენტურმა პირებმა აზრი შეიცვალეს.თუ რა მიზეზით დაბლოკეს გრანდებმა მისი კანდიდატურა, ჯერჯერობით უცნობია.
ზემოთ ხსენებულ მოსაზრებას ისიც ამყარებს, რომ ისტორიაში თითზე ჩამოსათვლელია შემთევევები, როდესაც სეზონის განმავლობაში, გუნდების 2 პაექრობას, ერთი და იგივე ადამიანი მსაჯობს.ამ ეტაპზე, მალენკოს დააწვა ტვირთი.
AS
- 12 მარტი 2014
- 3 753
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.