„რეალი“ და ბენზემა ახალ კონტრაქტზე თათბირობენ
„რეალისა“ და ფრანგი ფეხბურთელის თანამშრომლობის სურვილი არ განელებულა.
როგორც მადრიდული გამოცემა იუწყება, ბენზემას გეგმებში, რომლის ხელშეკრულებასაც 2016 წლის ზაფხულში გასდის ყავლი, ესპანეთის დედაქალაქში დარჩენა და მაღალი მიზნებისათვის ბრძოლა შედის.გავრცელებული ინფორმაციით, ფეხბურთელის აგენტი უკვე შეხვდა კლუბის წარმომადგენლებს და მათ დაიწყეს მუშაობა ახალ კონტრაქტზე.
აღსანიშნავია, რომ უფერული სეზონის შემდეგ, ახალმა სამწვრთნელო შტაბმა მაინც გამოუცხადა ნდობას კარიმს და ეს უკანასკნელიც იმედებს არ უცრუებს დამრიგებლებს.ბოლო პერიოდში, ბრწყინვალე კონდიციები აკრიფა და უკვე აღარ ერიდება მეტოქეთა კარის აღებას.
აქედან გამომდინარე, დღის წესრიგში აღარ დგას, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე ფოვარდის მოყვანა.
MARCA
- 12 მარტი 2014
- 1 576
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.