„თეთრებმა“ ნახევარფინალის საგზური მოიპოვეს

„უეფას“ ახალგაზრდულ ლიგაზე მოასპარეზე სამეფო კლუბმა, ნახევარფინალური სტადიის საგზური მოიპოვა.

„თეთრებმა“ პარიზში ჩაატარეს თამაში, სადაც ადგილობრივი თანატოლები მინიმალური ანგარიშით დაამარცხეს (0-1).ხაზგასასმელია, რომ მადრიდელები 55-ე წუთიდან 10 კაცით ირჯებოდნენ მწვანე მინდორზე.ე.წ. ბოლო იმედის ჯარიმის გამო, არბიტრმა ჰექტორ მარტინესს მიუთითა გასახდელისკენ, რასაც სულაც არ გამოუწვევია პანიკა სტუმრებში.პირიქით, დარჩენილ წუთებში, ისინი მასპინძლებზე უკეთესად გამოიყურებოდნენ და 72-ე წუთზე დანიშნული კუთხური შედეგიანად გამოიყენეს.თანაგუნდელის მოწოდებულ ბურთს, შესანიშნავად დაუხვედრა თავი სანჩესმა და რიკოშეტის წყალობით, „პსჟ“-ს კარში შეგორდა.

ლუის მიგელ რამის გუნდის შემადგენლობა: სერხიო როდრიგესი, როდრიგესი, ჰერმოსო, სანჩესი, ჰექტორ მარტინესი, ლორენტე, კერო, ხავი მუნიოსი, ფერნანდესი, ალვარი ხიმენესი და ლეგასი.

„რეალის“ მომავალი მეტოქე, „მან.სიტი“ - „ბენფიკას“ გამარჯვებული იქნება.

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

№ ფეხბურთელი
გოლი
1 რაფინია 12
2 მბაპე 9
3 იამალი 8
4 კამელიო 7

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

მთვლელები

საიტის არქივი:

ოქტომბერი 2026 (154)
სექტემბერი 2026 (194)
აგვისტო 2026 (219)
ივლისი 2026 (279)
ივნისი 2026 (203)
მაისი 2026 (171)