ორივე გუნდი ძლიერია...მაგრამ "რეალი" უკეთესია
კვირას კამპ ნოუზე ერთმანეთს მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელები დაუპირისპირდებიან....
როგორც მოგეხსენებათ "ბარსაც" და "რეალიც" ევროპაში საუკეთესო ფეხბურთს თამაშობენ. მათი შეჩერება ფაქტიურად წარმოუდგენელია, კვირას საღმაოს კი ეს ორი გრანდი ერთმანეთს შეეჭიდება პირველობისთვის ბრძლაში. ამ სტატიაში კი იხილავთ კატალონილების და მადრიდისტების შედარებას, რომელები უფრო კარგ ფორმაში იმყოფებიან.
დავიწყოთ იკერ კასილასით, ის მსოფლიოს ერთ–ერთი საუკეთესო გოლკიპერია. მის დონემდე ვალდესი ალბათ ვერასოდეს ვერ მიაღწევს, იმიტომ, რომ კასო 19 წლიდან ყველას ჯობნის ესპანეთშიც და მსოფლიოშიც. ორივე მეკარეს არაჩვეულებრივი რეაქცია აქვს, მაგრამ სამართლიანობა მოითხოვს ვაღიაროთ, რომ ესპანეთის კაპიტანი და სამეფო კლუბის კარის დარაჯი უფრო საიმედო და ძლიერია მის მომავალ მეტოქეზე.
ახლა გავიდეთ მცველებზე. არც ერთ გუნდს არ ჰყავს საუკეთესო უკანა ხაზი, მაგრამ მათი შედარება ერთმანეთთან შეიძლება. სერხიო რამოსი და დანი ალვეში, ორივე მარჯვენა მცველი არაჩვეულებრივად ასპარეზობს, მაგრამ ბრაზილიელი უფრო კარგ ფორმაშა და გუნდისთვის მეტი სარგებლობა მოაქვს. პეპე თუ პუიოლი?, ამ სეზონში პორტუგალიელს მივანიჭებთ უპირატესობას, რადგან იგი უფრო ენერგიულად და მონდომებულად გამოიყურება ესპანელთან შედარებით. "ბარსას" კაპიტანი საკმაოდ ბევრ შეცდომებს უშვებს უკანა ხაზში. პიკე და ალბიოლი, ვერც ერთია საუკეთესო ფომაში და ვერც მეორე, მაგრამ კატალონიელი უფრო კარგად გამოიყურება ამ სეზონში, იგი ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზეა, ამის მიუხედავად რამოდენიმე დიდი შეცდომა დაუშვა. აბიდალი და არბელოა, ეს ფეხბურთელები შესანიშნავ ფორმაში იმყოფებიან, ამის მიუხედავად ესპანელი უფრო სწრაფი და ტექნკურია, უკანა ხაზშიც კარგად გამოიყურება.
შეტევა
პირველად შევადაროთ ლასანა დიარა და იაია ტურე, კატალონიელიც და მადრიდისტაც ბრწყინვალე ფეხბურთს თამაშბენ ნახევარდაცვის ცენტრში, მაგრამ ფრანგი უფრო კარგ ფორმაშია ამ სეზონში, აქედან გამომდინარე უპირატესობაც მას მივანიჭეთ. ხაბი ალონსო, თუ ხავი ერნანდესი?, ამაზე ალბათ თქვენც იცით სწორი პასუხი, "ბარსელონელი" უფრო კარგ ფეხბურთს თამაშობს, მაგრამ არც მადრიდელი არ ჩამოუარდება, ამის მიუხდავად ხავი მაინც უფრო კარგი ფეხბურთელია. რონალდო და მესი, ამ ორი ფეხბურთელის შედარება არ შეიძლება, პორტუგალიელიც და არგენტინელიც საუკეთესოები არიან და ამიტომ ყაიმზე შევჩერდეთ. ასევე არიან კაკა და ინიესტა, მათაც ვერ შევადარებთ, ორი ბრწყინვალე ფეხბურთელია. ანრი და იგუაინი, ამ ორიდან უპირატესობა რა თქმა უნდა არგენტინელს ეკუთვნის, იგი 22 წლისაა, ფრანგი კი 32 და გაცილებით კარგ ფორმაშია პიპიტა. ზლატანი და ბენზემა, იბრაჰიმოვიჩი სეზონის დასაწყისით თუ ვიმსჯელებთ ნამდვილად უკეთსად გამოიყურება, მაგრამ ფრანგი ნორმალურ კონდიციებშია.
საერთო ჯამში კი ცხრილი ასე გამოიყურება
ვალდესი––––კასილასი 2
დანი ალვეში––––სერხიო რამოსი 1
პიოლი––––პეპე 2
პიკე––––ალბიოლი 1
აბიდალი––––არბელოა 2
ტურე––––ლასი 2
ხავი––––ალონსო 1
ინიესტა––––კაკა X
მესი––––რონალდო X
ანრი––––იგუაინი 2
იბრა––––ბენზემა 1
ინფრომაციის წყარო: Defensacentral.Com
ავტორი: Kevlisha
- 28 ნოემბერი 2009
- 4 446
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.