ოფიციალურად, „კლასიკოს“ მალენკო განსჯის
როგორც ცნობილი გახდა, 23 მარტს გასამართ დაპირისპირებას, 40 წლის მალენკო იმსაჯებს.
სამსაჯო კარიერაში, ალბერტო უნდიანო მეცხრედ წარუძღვება მადრიდულ-კატალონიურ ჯახს.აღსანიშნავია, რომ სწორედ ის გახლდათ რეფერი, მიმდინარე სეზონის პირველ წრეში, „ნოუ კამპზე“ შემდგარ მატჩში, სადაც ერთ-ერთ ეპიზოდში, კრიშტიანუს სუფთა პენალტი არ დაუდო.
მალენკოს მონაწილეობით, სამეფო კლუბმა 3 „კლასიკო“ მოიგო, 4 წააგო, ხოლო ერთიც ყაიმით დაასრულდა.
AS
- 11 მარტი 2014
- 2 101
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.