ისკო ყოფილი გუნდის წინააღმდეგ ითამაშებს
როგორც იცით, პრიმერას 28-ე ტურში, მადრიდელები „ლა როსალედას“ ესტუმრებიან.
უკვე ცნობილია, რომ თამაშში მონაწილეობას ვერ მიიღებს რამოსი, რომელსაც ყვითლების გამო 1 მატჩიანი დისკვალიფიკაცია გამოუწერეს.შესაძლოა, სერხიოს ბედი არგენტინელმა დი მარიამაც გაიზიაროს, რამეთუ „ლევანტესთან“ მიღებული გაფრთხილება, მისთვის მე-4 გამოდგა მიმდინარე სეზონში.ბუნებრივია, საგანგაშო არაფერია, მაგრამ ანჩელოტი თავის დაზღვევას ეცდება, რათა „კლასიკოსთვის“ ოპტიმალურ შემადგენლობას ფლობდეს.
ყოველივე ამის გათვალისწინებით, ყოფილი კლუბის წინააღმდეგ თავის გამოჩენის შანსი მიეცემა ისკოს.ამ უკანასკნელმა, მიმდინარე სეზონში 2015 წუთი გაატარა საქმეში და მის აქტივში, 9 გოლი და 4 შედეგიანი გადაცემა ირიცხება.
დიდი ალბათობით, ანდალუსიელის ადგილს ვარანი დაიკავებს, ხოლო რაც შეეხება კარვახალს, ის მწყობრშია.
AS
- 11 მარტი 2014
- 1 641
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.