კურტუას „ბლანკოსისკენ“ მიუწევს გული
ბელგიელი კიპერი „ჩელსის“ საკუთრებაა და „ატლეტიკოში“ საიჯარო ხელშეკრულების საფუძველზე თამაშობს, თუმცა გული მაინც „რეალისკენ“ მიუწევს.
როგორც ესპანური გამოცემები იუწყებიან, „არისტოკრატებთან“ კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ (2016 წლის ზაფხულში), კურტუას განზრახული აქვს სამეფო კლუბში გადაბარგება.საინტერესოა, რამდენად დაუშვებენ აღნიშნულს ლონდონელები, რომლებმაც გოლკიპერი, მიუხედავად დაჟინებული თხოვნისა, „როხიბლანკოს“ არ მიყიდეს.
ნიშანდობლივია, რომ თუ „ლურჯები“ მის გაშვებას გადაწყვეტენ, ეს 2014-ის ან 2015 წლის ზაფხულში უნდა გააკეთონ, რამეთუ შემდეგ თავისუფალი აგენტი გახდება ტიბო და შესაბამისად, სარგებელსაც ვერ მიიღებენ ინგლისელები, საკმაოდ პერსპექტიული კარის დარაჯის ტრანსფერისაგან.
ჯერჯერობთ, ვერაფერს გეტყვით მადრიდელთა გეგმებზე, რამეთუ ახალი მეკარის მოყვანის საკითხი მაშინ დადგება დღის წესრიგში, როდესაც „რეალში“ კასილიასის ან ლოპესის გაშვებაზე დაიწყებენ ფიქრს.
AS
- 10 მარტი 2014
- 2 563
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.