68:83 - კალათბურთელებს ვერავინ აჩერებს
ესპანეთის „ენდესა“ ლიგაში, ლასოს შეგირდები დაუმარცხებელ სვლას განაგრძობენ.
ამჯერად, „რიო ნატურალ მონბასა“ უმასპინძლა „რეალს“ და საკუთარი 6 ათასი ქომაგის წინაშე, საკმაოდ ნაყოფიერად დაიწყო შეხვედრა.მეტიც, ადგილობრივებმა პირველ მეოთხედში სამი ქულით ჩამოიტოვეს სტუმრები (17-14), თუმცა მწვრთნელის მითითებების მოსმენის შემდეგ, მადრიდელები სერიოზულად მიუდგნენ საქმეს და უკვე მეორე მეოთხედი, 7 ქულიანი ჰანდიკაპით მოიგეს (19-12).
როგორც მოსალოდნელი იყო, შეხვედრაში გადამწყვეტი გამოდგა მესამე მეოთხედი.რუდისა და მიროტიჩის შედეგიანი გარჯის წყალობით, „თეთრები“ 10 ქულით გაექცნენ მოწინააღმდეგეს (16-26).რაც შეეხება ბოლო მეოთხედს, „მონბასის“ მოთამაშეები სხვაობის შემცირებას ცდილობდნენ, თუმცა ამაოდ.საბოლოოდ, 68:83 დაფიქსირდა ტაბლოზე.
მადრიდელების მონაგარი: ლულის (16), რუდი (20), დარდენი (10), მიროტიჩი (16), ბურუსისი (-), სერხიო როდრიგესი (9), ალბერტო მარტინი, დიესი (2), ბარეირო, რეიესი (10), სლოტერი და მეხრი.
22-ე ტურის თავზე, სატურნირო ცხრილი შემდეგნაირად გამოიყურება:
- 10 მარტი 2014
- 1 848
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.