კარვახალი: „სანერვიულო არაფერია“
ტრავმის გამო, „რეალის“ კანტერანოსმა თამაშის დასრულება ვერ შეძლო და მადრიდელებს 10 კაცით მოუწიათ დარჩენილი წუთების გატარება.აღსანიშნავია, რომ მანამდე თავის გამოჩენის შანსი მიეცა ნაჩოს, რომელმაც ვარანი შეცვალა.
კარვახალი: „ერთ-ერთ ეპიზოდში მარცხენა ფეხი გამისრიალდა და ტკივილი ვიგრძენი.მოედანზე შემოსულმა ექიმებმა კი, გასახდელში გასვლა მირჩიეს.ამჟამად, თავს კარგად ვგრძნობს.ვიმედოვნებ, რომ 2-3 დღეში უკეთესად ვიქნები.“
„ტაბლოზე სამართლიანი შედეგი დაფიქსირდა.„ლევანტე“ ის გუნდია, რომელიც შეცდომას არ გაპატიებს, მაგრამ სასიხარულოდ, ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართა.მოპოვებული ქულებით პოზიციები გავიმყარეთ.“
ნაჩო: „ძალიან მნიშვნელოვანი იყო 3 ქულის აღება.ჩვენ კვლავ ლიდერები ვართ და იმედია, ასეც გაგრძელდება.ჩემპიონატის დასრულებალდე ბევრი თამაშია დარჩენილი.მოდუნების დრო არ არის, პირიქით, მაქსიმალური კონცენტრაცია გვმართებს.“
„ვარანს გარკვეული პრობლემები შეექმნა და მწვრთნელმა მე ჩამრთო თამაშში, რითიც კმაყოფილი ვარ.“
RealMadrid.Com
- 10 მარტი 2014
- 2 124
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.