დი მარია: „„მალაგასთან“ დასვენება მირჩევნია“
როგორც იქნა, არგენტინელმა შემტევმა სტაბილურობის მაჩვენებლი აიმაღლა.ანხელს არც ამჯერად დაუტოვებია მოედანი საგოლე გადაცემის გარეშე.შეხვედრის დასაწყისში, მან შედეგიანად ჩააწოდა კუთხური.
ამასთანავე, თამაშის 58-ე წუთზე, ხელით თამაშის გამო, მსაჯმა ყვითელი უჩვენა დი მარიას, რომელიც მისთვის მეოთხეა მიმდინარე სეზონში: „ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული, მომდევნო ტურის პაექრობაში „მალაგასთან,“ მოედანზე არ გამოვიდოდი, რამეთუ მცირე შეცდომაც, შესაძლოა, „კლასიკოს“ გამოტოვების ფასად დამიჯდეს.“
„ჩვენი საწვავის ავზი სავსეა და სრული მონდომებით მივემართებით წინ.ლიდერობის მოპოვების შემდეგ, მოვლენები უფრო წარმატებით ვითარდება.ტრიპლეტი კი ყველას ოცნებაა.“
„ნაყოფიერად ვასპარეზობთ და იმედია, „კლასიკოსაც“ ჩვენ სასარგებლოდ ჩავატარებთ.“
„ნავარომ უხეშად ითამაშა.იმსახურებდა თუ არა წითელს, ამას ვერ შევაფასებ.“
AS
- 10 მარტი 2014
- 2 394
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.