ანჩელოტი: „მცირე უპირატესობა გვაქვს“

„მცირე უპირატესობა გვაქვს, თუმცა დიდ გეგმებზე საუბარი ნაადრევია“ - განუცხადე ანჩელოტიმ ჟურნალისტებს, „ლევანტესთან“ ნამატჩევს.

ინტენსიურობა: „პირველი წუთიდან ბოლომდე, ფეხბურთელები სათანადო კონცენტრაციით თამაშობდნენ.ყოველგვარი ნერვიულობის გარეშე და ამასთანავე ეფექტურად, მორიგი ქულები ჩავიწერეთ გრაფაში.ვგონებ, ძალიან კარგი შეხვედრა გამოდგა.“

დისტანცია კონკურენტებთან: „მცირე უპირატესობა გვაქვს მეტოქეებთან, მაგრამ ჯერ ადრეა დიდ გეგმებზე საუბარია.მხოლოდ მომდევნო მოწინააღმდეგეზე უნდა ვიფიქროთ.ჩვენ 6 ქულიანი ჩამორჩენა ამოვქაჩეთ და ახლა, საჭიროა ამის შენარჩუნება.“

ვარანი და კარვახალი: „რაფაელმა თამაშის დროს ძლიერი დარტყმა მიიღო, თუმცა საგანგაშო არაფერია.ანალოგიურის თქმა შემიძლია დანიელზეც.ეს უკანასკნელი 3-4 დღეში მწყობრში ჩადგება.“

გუნდის მდგომარეობა: „სამივე ტურნირზე კომფორტულ სიტუაციაში ვართ.შემადგენლობაში შესანიშნავი ატმოსფეროა და ბრძოლას ვაგრძელებთ.“

საუბარი მოთამაშეებთან: „არარის საჭირო ბევრ რამეზე იფიქრო.შესაძლოა, ნებისმიერი თამაში გადამწყვეტი გამოდგეს.სეზონი საკმაოდ გრძელია და ჩვენი მიზანია, ფინიშამდე ასეთი სურათი შევინარჩუნოთ.“

ტრიპლეტი: „ამ მომენტისათვის, ჩემი გონება, მხოლოდ „მალგასთან“ მატჩზეა გადართული.ერთადერთი იმის თქმა შემიძლია, რომ „რეალმა“ სამივე ჩემპიონატში ბოლომდე უნდა იბრძოლოს.“

ანგარიში: „გოლის გატანა კიდევ შეგვეძლო, თუმცა რიგ ეპიზოდებში ნავასმა მოწოდების სიმაღლეზე ითამაშა.“

„ჩვენ გარდა კიდევ 2 გუნდი იბრძვის ტიტულისათვის.მთავარია ტურნირის მოგება.“

AS

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 მბაპე 16
2 ფერან ტორესი 11
3 მურიქი 8
4 ლევანდოვსკი 8

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

დეკემბერი 2025 (130)
ნოემბერი 2025 (214)
ოქტომბერი 2025 (263)
სექტემბერი 2025 (266)
აგვისტო 2025 (295)
ივლისი 2025 (356)