„რეალს“ კარვახალიც გამოაკლდა
მადრიდელებმა სასიამოვნო ანგარიშით დაამარცხეს მეტოქე, თუმცა ანჩელოტი პრობლემას მაინც ვერ გაექცა.
„ღამურებთან“ შერკინების ბოლოსკენ, უწყინარ სიტუაციაში, დანიელ კარვახალი მწვანე მინდორზე დავარდა.ექიმების შემოსვლის შემდეგ, ესპანელი საკაცით გაიყვანეს მოედნიდან.
ერთი შეხვედვით, სერიოზულ დაშავებასთან უნდა გვქონდეს საქმე, თუმცა მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე, კარლიტომ დასძინა, რომ „საგანგაშო არაფერია და დანიც რამდენიმე დღეში მწყობრში იქნება.“
შეგახსენებთ, რომ „რეალის“ მეორე მარჯვენა მცველიც (არბელოა) ლაზარეთში იმყოფება და წინასწარი ინფორმაციით, 3 კვირას გაატარებს იქ.
AS
- 10 მარტი 2014
- 2 921
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.