ანჩელოტიმ შემადგენლობის როტაცია გადაიფიქრა
პრიმერა დივიზიონის მიმდინარე ტურის წინ, ესპანეთში წერდნენ, რომ „ღამურებთან“ მატჩში, კარლიტო, რამდენიმე ახალგაზრდა ფეხბურთელს მისცემდა სასტარტოში თავის გამოჩენის შანსს.
თუმცა „რეალ ვალიადოლიდის“ სტადიონზე განვითარებული მოვლენების შემდეგ, მადრიდელი სრული შემართებითა და არსენალით შეუტევენ მოწინააღმდეგეს, რათა სატურნირო ცხრილში კიდევ უნდა განიმტკიცონ პოზიციები.
როგორც იცით, მარცხის წყალობით, კატალონიელები 63 ქულაზე დარჩნენ, რაც იმის მაუწყებელია, რომ თუ „რეალმა“ მოიგო, მოსისხლე მტერთან 4 ქულიან ჰანდიკაპს დაიბევებს.რაც შეეხება მეორე კონკურენტს, „მატრასნიკებმა“ ვიგოში იმარჯვეს და ურთიერთშეხვედრებში უკეთესი შედეგის მიხედვით, სამეფო კლუბის პაექრობამდე, პირველ ადგილს შეინარჩუნებენ.
მაშასადამე, ანჩელოტი თავის საუკეთესო შემადგენლობას დაუპირისპირებს კაპაროსს: ლოპესი, კარვახალი, რამოსი, პეპე, მარსელო, ალონსო, მოდრიჩი, დი მარია, ბეილი, რონალდუ და ბენზემა.
MARCA
- 9 მარტი 2014
- 2 422
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.