ანჩელოტიმ ფეხბურთელები დაარიგა
მოგეხსენებათ, გუშინ, სამეფო კლუბის ფეხბურთელები (არბელოასა და ალონსოს გამოკლებით) და სამწვრთნელო შტაბი რესტორანში შეიკრიბნენ.
„ბერნაბეუს“ მახლობლად მდებარე El Espigón-ში, საკმაოდ თბილი და სასიამოვნო ატმოსფერო სუფევდა.მადრიდელთა დამრიგებელი მეგობრულად და ხალისიანად ეპყრობოდა თანაგუნდელებს.მეტიც, იტალიელმა რამდენჯერმა სასაცილო ამბავიც კი მოჰყვა.
აღნიშნული პარალელურად, კარლიტომ ბიჭებს შეახსენა, რომ „სისხლის ბოლო წვეთამდე ბრძოლაა საჭიროა“ და თუ ისინი, „მომავალი კვირის განმავლობაში, „ლევანტესა“ და „მალაგას“ ნაცვლად „ბარსელონაზე“ იფიქრებენ, კარგი არაფერი მოხდება.“ ერთი სიტყვით, განდტვირთვის მიზნით მოწყობილი საღამო, დამრიგებელმა ჭკუის დარიგებისთვისაც გამოიყენა.
MARCA
- 8 მარტი 2014
- 3 247
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.