კარლიტოს ბოლომდე მებრძოლი შეგირდები
იტალიელი დამრიგებლის ფორმაციის სამეფო კლუბში, საბრძოლო სულისკვეთება საკმაოდ მაღალ საფეხურზე დგას.
მიუხედავად მატჩში განვითარებული სცენარისა, მადრიდელები ყოველთვის ბოლომდე იბრძვიან.გამარჯვების პირას მყოფი „რეალი,“ ცდილობს საქმის ბოლომდე მიყვანას, ხოლო წაგების ან ყაიმის რეჟიმის შემთხვევაში, მსაჯის საფინალო სასტვენამდე ფარ-ხმალს არ ყრის.
მიმდინარე სეზონში, ბოლო 5 წუთის განმავლობაში, „თეთრებმა“ 10-ჯერ დაამწუხრეს სხვადასხმა მეტოქე გუნდი.საერთო ჯამში, დედაქალაქელებმა მატჩის დასრულებამდე რამდენიმე წუთით ადრე, 7 ქულის მოპოვება მოახერხეს და ამ კომპონენტში, საუკეთესო მაჩვენებელი აქვთ პრიმერაში.
ალბათ, ყველაზე გამოსარჩევია ვალენსიაში ჩატარებული შეხვედრა „ლევანტესთან,“ სადაც ანჩელოტის შეგირდები, 89-ე წუთისთვის 2-1 აგებდნენ, თუმცა მორატასა და რონალდუს ძალისხმევით, სახლში სამი ქულით დაბრუნდნენ.
იხ.ვიდეო, სადაც თავმოყრილია ზ/ხსენებული ათივე ბურთი:
MARCA
- 8 მარტი 2014
- 2 598
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.