6 მატჩი ლეოს რეკორდამდე

მადრიდში მოღვაწეობის პირველსავე წელს, კარლიტოს შანსი აქვს, კლუბის ისტორიაში ოქროს ასოებით შევიდეს.

სეზონის სტარტზე, იტალიელის „რეალი“ სასურველი თამაშის ძიებაში გახლდათ და ამიტომაც, რამდენჯერმე წამოიკრა ფეხი, თუმცა „ელ კლასიკოში“ მიღებული ცივი შხაპის შემდეგ, მადრიდული მანქანაც დაიქოქა.იქედან მიყოლებული, კარლიტოს თაოსნობით, „თეთრები“ 28-ჯერ გამოვიდნენ მწვანე მინდორზე, საიდანაც 23 შემთხვევაში გამარჯვება დადეს, ხოლო 5-ჯერ ყაიმი, რაც კლუბის თანამედროვე წარსულში, რიგით მეორე საუკეთესო შედეგია.

როგორც იცით, ყველაზე ხანგრძლივი დაუმარცხებელი სერია, 1988-89 წ.წ. ბეენჰაკერის „ბლანკოსის“ აქტივშია.მაშინ, ლეოს ბიჭებმა, 34 შეხვედრის განმავლობაში მოახერხეს მტკიცედ დგომა.

საინტერესოა, რომ რამდენიმე კვირის წინ ჰოლანდიელი დამრიგებელი გამოეხმაურა ანჩეს მიღწევებს და ხუმრობით დასძინა, რომ „ანჩელოტის თხოვნით მიმართავს, რათა მის რეკორდს ხელი არ ახლოს.“

რამდენად შეძლებს მიმდინარე ფორმაციის გუნდი 25 წლის წინანდელი რეკორდის გამეორება/გაუმჯობესებას, დრო გვიჩვენებს, მაგრამ გაცნობებთ, რომ ამისათვის, „მერენგებმა“ შემდეგ გუნდებთან არ უნდა წააგონ: „ლევანტე,“ „მალაგა,“ „შალკე,“ „ბარსელონა,“ „სევილია“ და „რაიო.“

AS

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (245)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)