ვარანს მწვანე აუნთეს
AS-ის მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, ახალგაზრდა ფრანგს, უკვე შეუძლია კონკურენციის გაწევა მადრიდელები სასტარტო მცველებისათვის.
მოგეხსენებათ, მუხლის ტრავმის გამო, ვარანს დიდი პერიოდი გაუცდა.ფეხბურთელი რამდენჯერმე გამოეწერა ლაზარეთიდან, თუმცა მედიკოსები სრული დატვირთვით ვარჯიშის ნებართვას არ აძლევდნენ.ახლა კი, რაფას შეუძლია პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენება, რამეთუ მისმა მკურნალმა ექიმმა მწვანე აუნთო, რაც იმის მაუწყებელია, რომ დატვირთული რეჟიმი და კვირაში ორი თამაშის ჩატარება, მისთვის საპრობლემო აღარ იქნება.
ალბათ, გახსოვთ, საუკეთესო კონდიციებში მყოფი 20 წლის მცველი, როდესაც ძირითადში ადგილისთვის ისეთ გამოცდილ მოთამაშეებს ეცილებოდა, როგორებიც პეპე და რამოსი არიან.რამდენად მოახერხებს სეზონის დასრულებამდე თერთმეტეულში დამკვიდრებას, ეს მეორე საკითხია, თუმცა რთული კალენდარის პირობებში, საიმედო დამცველის მწყობრში ყოფნა, ანჩელოტისთვის უაღრესად ნიშანდობლივია.
AS
- 8 მარტი 2014
- 2 135
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.