კარაბელასი : "ფრე კარგი შედეგი იქნება, თუმცა არა იდეალური"
ლევანტეს მცველის, ნიკოლაოს კარაბელასის განცხადებით მისი გუნდისთვის სანტიაგო ბერნაბეუზე გამართულ მატჩში მიღწეული ფრე კარგი იქნებოდა, თუმცა არა იდეალური...
"კარგი გუნდი გვყავს და საკუთარ ძალებში დარწუნებულები ვართ. ვიცით, რომ ლა ლიგის მოგებაზე პრეტენზიის მქონე გუნდს ვეთამაშებით, რეალში მსოფლიო დონის ვარსკვლავები ასპარეზობენ, თუმცა შიში ნამდვილად არ გვაქვს, რადგან გამოცდილი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული გუნდი ვართ, რომელსაც ბრძოლა შეუძლია."
"ფრე ურიგო შედეგი არ იქნებოდა, თუმცა ვერ გეტყვით, რომ 1 ქულა იდეალური იქნება. მთავარი მწვრთნელი ხუაკინ კაპაროსი ყოველთვის შთაგვაგონებს, რომ მოედანზე მიზნად ყაიმი არ უნდა დაისახო, ამ შემთხვევაში აუცილებლად დამარცხდები, ყოველთვის მოგებაზე უნდა იფიქრო და მაქსიმუმი ჩადო წარმატებისთვის."
"ევროპის ლიგის ზონაში მოხვედრა უდიდესი წარმატება იქნება, ამისათვის კი უდიდესი ბრძოლა გვმართებს, თუმცა შეუძლებლად არაფერს მივიჩნევ."
- 8 მარტი 2014
- 1 257
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.