LA GAZZETTA-ს ბოდიში ანჩელოტის
იტალიურმა Gazzetta dello Sport-მა, რამდენიმე დღის წინ, ანჩელოტის ინტერვიუ გამოაქვეყნა, სადაც ეს უკანასკნელი ამბობს, რომ მუნდიალის მთავარი ვარსკვლავი ლეო მესი იქნება.
ცოტა არ იყოს, საფეხბურთო სამყაროში გაოცება გამოიწვია „რეალის“ მთავარი მწვრთნელის ამგვარმა განცხადებამ, თუმცა კარლიტოს ბრალი არაფერში მიუძღვის.ნებსით თუ უნებლიეთ, ჟურნალისტმა გამოქვეყნებულ სტატიაში, რონალდუს ნაცვლად, არგენტინელი შემტევი ჩაწერა, რის გამოც, უკვე გუშინ, გამოცემის რედაქციამ შეცდომა აღიარა და მოიბოდიშა.
MARCA
- 8 მარტი 2014
- 3 302
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.