„გალათასარაი“ 74-85 „რეალი“
მორიგი ტური გაიმართა, ევროლიგის ტოპ 16-ის „ეფ“ ჯგუფში.
სამეფო კლუბის კალათბურთელები სტამბულს სტუმრობდნენ, სადაც ფეხბურთელების მსგავსად, „გალათასარაი“ დაამარცხეს - 74:85.თავდაპირველად, შთაბეჭდილება იქმნებოდა, რომ თურქები კონკურენციას გაუწევდნენ „თეთრებს,“ თუმცა პირველი მეოთხედიდან მიყოლებული, სტუმრები აკონტროლებდნენ პარკეტზე მიმდინარე მოვლენებს.აღსანიშნავია, რომ მასპინძელთა რიგებში არ გამოჩენილა ქართველი გამთამაშებელი, მანუჩარ მარკოიშვილი.
მადრიდელთა რიგებში 4 მოთამაშემ მოახერხა 10 და მეტი ქულის მოგროვება, ხოლო საუკეთესოს წოდება, ნიკოლა მიროტიჩს ერგო.ამ უკანასკნელმა 18 ქულა ჩაიწერა აქტივში.მისი დომინირება როგორც საკუთარ, ასევე მეტოქის ფარზე, თვალნათლივი იყო.
ამრიგად, მეცხრე სათამაშო დღის შემდეგ, „რეალი“ მეორე პოზიციას იკავებს ჯგუფში.წინ მოსკოვის „ცეესკაა,“ რომელიც მხოლოდ ბურთების უკეთესი შეფარდებით უსწრებს ესპანელებს.
შემდეგ მატჩს, ლასოს ბიჭები გერმანიაში, „ბაიერნთან“ გამართავენ, სადაც გამარჯვების მოპოვების შემთხვევაში, გაინაღდებენ ფლეი-ოფის საგზურს.
მადრიდელთა მონაგარი: ლული (7 ქულა), რუდი (14), დარდენი (7), მიროტიჩი (18) ბურუსისი (13); რეიესი (6), მარტინი (-), სლოტერი (2), სერხიო როდრიგესი (13), მეხრი (-), დიესი (5) და ბარეირო (-).
- 8 მარტი 2014
- 1 608
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.