სტატისტიკაც კასილიასისკენაა
დგება დრო, როდესაც მსოფლიო ფეხბურთის „მამებიც“ სხდებიან სათადარიგოზე ან ბუცებს ლურსმანზე კიდებენ, თუმცა რატომ არ უნდა გამოვიყენოთ, მაქსიმალურად, ლეგენდის შესაძლებლობები, როდესაც ის შესაშურ კონდიციებშია?
ჯერჯერობით, ანჩელოტის აღნიშნულ კითხვაზე პასუხი არ აქვს, თუმცა მჯერა, რომ ადრე თუ გვიან, ლოპესისა და კასილიასის სტატისტიკას გადახედავს და კარგ ანალიზს გაუკეთებს.
სანამ რამე შეიცვლებოდეს, სეზონის დასრულებამდე რამდენიმე თვით ადრე, ჩვენ გადავავლოთ თვალი „რეალის“ მეკარეების მიმდინარე შედეგებს.
ამ ეტაპისათვის, იკერმა 14 შეხვედრაში (საკლუბო დონეზე) მიიღო მონაწილეობა და აქედან 75 პროცენტში, კარის მშრალად შენახვა შეძლო.უფრო რომ ჩავუღრმავდეთ, 10 თამაშში საიმედოდ შეინახა მისი ზონა, ხოლო დარჩენილ 4 შემთხვევაში, 5 გოლი გაუშვა (3 „იუვენტუსთან,“ 1 „გალათასარაისთან“ და ერთიც „შალკესთან“).
როგორც იცით, მის აქტივშია 952 წუთიანი მშრალი სერიაა, რაც ერთ-ერთი საუკეთესოა ესპანური ფეხბურთის ისტორიაში.საშუალო მაჩვენებლით, კაპიტანი ყოველი 255 წუთის შემდეგ უშვებს ბურთს, ხოლო ყოველ 36 წუთში, „სეივს“ აკეთებს.
ამასთანავე, კასილიასი უძლეველია „ფურია როხაშიც.“კონფედერაციის თასის შემდეგ, ნაკრებში 315 წუთიანი უგოლო სერია გამოაცხო.
რაც შეეხება ლოპესის შედეგებს, ნათააშევი 27 პაექრობიდან, დიეგომ 10 შემთხვევაში არ მისცა მეტოქის კარის აღების საშუალება, ხოლო 17 დაპირისპირებაში, 27-ჯერ დამწუხრდა, რაც იმას ნიშნავს, რომ საშუალოდ, ყოველ 89 წუთში ილაშქრება მისი კარი.
AS
- 7 მარტი 2014
- 3 013
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.