ანჩელოტი თერთმეტეულს გადაახალისებს
ესპანეთში მიიჩნევენ, რომ პრიმერა დივიზიონის 27-ე ტურის დაპირისპირებაში, ანჩელოტი სასტარტო თერთმეტეულს გადაახალისებს.
გავრცელებული ინფორმაციით, შემადგენლობაში დაბრუნდებიან კარვახალი და მარსელო, რომლებმაც მადრიდული დერბი სათადარიგოდან დაიწყეს.ასევე, ახალგაზრდულ ნაკრებში ფეერიული თამაშის ჩვენების წყალობით, „ლევანტესთან,“ საწყისი წუთებიდან გამოჩნდება ისკოც, რომელიც შანსის გამოყენებას მაქსიმალურად ეცდება.
სავარაუდოდ, უქმად დარჩება პეპე.ამ უკანასკნელმა, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, სანაკრებო შეხვედრაც გამოტოვა და ალბათ, კვირასაც სათადარიგოზე მოუწევს ყოფნა და მის ადგილს ვარანს დაუთმობს.
რაც შეეხება ნახევარდაცვასა და თავდასხმას, ტრადიციულად ცენტრში ალონსო და მოდრიჩი დადგებიან, ხოლო მათ წინ, გოლებს მოწყურებული BBC შეუტევს მოწინააღმდეგეს.
AS
- 7 მარტი 2014
- 2 540
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.