მადრიდში პოგბას ტრანსფერზე საუბრობენ
მადრიდელები „ოქროს ბიჭუნას“ მოქმედ გამარჯვებულს არ ივიწყებენ.
მიუხედავად იმისა, რომ „რეალის“ ნახევარდაცვის ხაზი გაძლიერებას არ საჭიროებს, ფლორენტინოს მაინც მიუწევს გული ნიჭიერი ფრანგისკენ, რომელიც 20 წლის ასაკში, კონტეს „იუვენტუსის“ მუდმივმოქმედი წევრია.
ახალგაზრდა ნახევარმცველმა, თავისი ფიზიკურობისა და ხარისხიანი თამაშის გამო მოიპოვა აღიარება და დღესდღეობით, „ბლანკოსის“ გარდა, მისით სხვა ევროპული გრანდებიც არიან დაინტერესებულნი.მაგალითად, თუ მადრიდელები ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე სერიოზუად მიუდგნენ აღნიშნულ ტრანსფერს, მათ კონკურენციის გაწევა მოუწევთ „პსჟ“-სთან, რომელიც საკმაოდ ნოყიერ წინადადებას ამზადებს პოლისთვის.
MARCA
- 7 მარტი 2014
- 2 149
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.