„კლასიკოს“ გომესს ჩააბარებენ

23 მარტის „ელ კლასიკოს“ მსაჯობას, არც მეტი არც ნაკლები, კლოს გომესი იტვირთებს - იტყობინება ერთ-ერთი ესპანური რადიოსადგური.

ბოლო მატჩი „რეალის“ მონაწილეობით, არაგონელმა პამლონაში იმსაჯა (პირველ წრეში, 2-2), სადაც 2 ყვითელი ამოუღო სერხიოს, ხოლო შემდეგ, სამსაჯო კომიტეტმა, ერთი მათგანი არასამართლიანად მიიჩნია და ანდალუსიელს დისკვალიფიკაცია მოუხსნა.

გომესს მიყავდა შარშანდელი „კოპა დელ რეის“ ფინალი, რომელშიც „ბლანკოსმა“ თანაქალაქელებთან წააგო და მატჩი მოურინიოსა და რონალდუს გარეშე დაასრულა.

მის სახელს უკავშირდებმა 2 წლის წინ „სევილიასთან“ შეხვედრაში, „თეთრების“ წინააღმდეგ დაშვებული 13 შეცდომა და საბოლოოდ დედაქალაქელების მინიმალური მარცხი.

რაც შეეხება უშუალოდ „ელ კლასიკოს,“ 41 წლის რეფერის 2-ჯერ ანდეს ესპანური ფეხბურთის კლასიკა.ერთ დაპირისპირებაში, რომელიც ესპანეთის სუპერ თასის ფარგლებში შედგა, „რეალმა“ 3-2 წააგო „ნოუ კამპზე,“ ხოლო მეორეში, ყაიმი გააგორა „კოპას“ ნახევარფინალურ სტადიაზე (1-1).

საერთო ჯამში, კლოსმა, მადრიდელების 21 (15 მოგება, 3 ფრე, 3 წაგება), ხოლო კატალონიელების 13 (11 მოგება და 2 ფრე) მატჩში დაიჭირა ხელში სასტვენი.

ერთი სიტყვით, თუ Cope-ს პროგნოზი გამართლდა, ეს მხოლოდ „რეალის“ გაღიზიანებას გამოიწვევს.

AS

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)