ალონსო: „2009-ში სწორი არჩევანი გავაკეთე“
„რეალის“ ბასკმა საყრდენმა, France Football-ისთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში, ბევრი საინტერესო თემა მიმოიხილა.
- თქვენ ერთ-ერთი პირველი ესპანელი იყავით პრემიერ ლიგაში...
- ჩემამდე, ალბერტ ფერერი, გაისკა მენდიეტა და ივან კამპო ასპარეზობდნენ ნისლიან ალბიონზე, თუმცა პირველი კლუბი, სადაც რამდენიმე ესპანელმა მოვიყარეთ თავი, „ლივერპული“ გახლდათ.რაფა ბენიტესმა დიდი ნდობა გამომიცხადა და ეს მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის.
- ალონსო ესპანური საფეხბურთო სკოლის პროდუქტია.როგორი ფეხბურთელი იყავით ინგლისში გადაბარგებამდე?
- ყოველთვის საყრდენი ნახევარმცველის პოზიციაზე ვირჯებოდი.ეს ხდებოდა მაშინაც, როდესაც მეგობრებთან ერთად სან-სებასტიანის პლიაჟზე ვაგორებდი ბურთს.მუდამ ვცდილობდი მეზრუნა გუნდზე და პასუხისმგებლობა ამეღო მწვანე მინდორზე განვითარებულ მოვლენებზე.შესაძლოა, საქმისადმი ამგვარი დამოკიდებულება მამისგან მერგო, რომელიც ასევე მოედნის ცენტრში თამაშობდა.ტაქტიკური თვალსაზრისით, აკადემიაში დიდი ცოდნა მივიღე.მინდა გითხრათ, რომ ესპანური საფეხბურთო სკოლები, განათლების მიწოდების კუთხით, შესაბამის სიმაღლეზე არიან.ფეხბურთელი, რომელიც პროფესიონალურ დონეზე გადადის, მასში უკვე დევს საჭირო ბაზა.
- რა ისწავლეთ „მერსესაიდულ“ გუნდში?
- ლივერპულში იმ იმედით გადავედი, რომ ღრუბელივით ყველა საჭირო ინფორმაციას შევიწოვდი.თავდაპირველად, ლაპარაკს ნაკლებს დროს ვუთმობდი და ძირითადათ, მოსმენითა და ყურებით ვიყავი დაკავებული.ეს ნორმალური იყო 22 წლის ასაკში.მაგალითს ვიღებდი ისეთი მოთამაშეებისაგან, როგორებიც იყვნენ ჰამანი, კარაგერი და ჯერარდი.თამამად ვიტყვი, რომ რაფაელ ბენიტესის წყალობით, გავიზარდე როგორც პროფესიონალურ, ასევე ინდივიდუალურ დონეზე.ნელ-ნელა შევეჩვიე სწრაფ ფეხბურთს.მართალია, პრემიერ ლიგა ტექნიკურ-ტაქტიკური არსით ჩამოუვარდება პრიმერას, თუმცა ინგლისში ყოველთვის მაღალი ტემპია.იქ ვისწავლე ბრძოლა და კონტაქტში შესვლა.
- ინგლისში მიღებული გამოცდილებს ესპანეთში იყენებთ?
- რასაკვირველია.ფეხბურთი კონტაქტური სპორტია და არასოდეს ვერიდები კონტაქტში შესვლას, როდესაც ამის საჭიროება დგას დღის წესრიგში, თუმცა ვცდილობ, მაქსიმალურად სუფთად შევასრულო დაკისრებული მოვალეობა, ყოველგვარი სიმულიანტობების გარეშე.ინგლისში „მატყუარა“ ფეხბურთელები არ უყვართ და ვფიქრობ, სამსახიობო ნიჭის მოედანზე გამოვლენა მკაცრად უნდა იქნას დასჯილი.
- და თქვენ რა მოუტანეთ ლივერპულს?
- არ მიყვარს საკუთარ თავზე საუბარი (იცინის).ვგონებ, დაცვდა და თავდასხმა შესანიშნავად დავუკავშირე ერთმანეთს.
- ახლა ისე გესმით თამაშის, როგორც არასდროს.რას ნიშნავს თქვენთვის ასაკის მატება?
- როდესაც ახალგაზრდულ ასაკში ხარ, შენში ენერგია ჭარბობს და ხშირად აკეთებ ისეთ რაღაცებს, რაც გუნდს სულაც არ სჭირდება.რაც შეეხება ხანდაზმულობის პერიოდს, გაცილებით გააზრებულად იღებ გადაწყვეტილებებს და იცი, რაა გააკეთო საჭირო მომენტში.ფორვარდის ფუნქციაა გოლის გატანა, ხოლო საყრდენს საიმედო თამაში და შეუცდომლად ასპარეზობა მოეთხოვება.ჩემს მისიას, გუნდური ბალანსის ძიება წარმოადგენს, რაც წარმატებისთვის აუცილებელი კომპონენტია.
- იყო დრო, როდესაც ესპანეთში შესაბამისად ვერ აფასებდნენ საყრდენებს....
- დიახ, მაგრამ ამგვარი მიდგომა აღარ არსებობს.მაგალითისთვის, ესპანეთის ნაკრებში საყრდენი ნახევარმცველები საკმაოდ ამაღლებენ გუნდის დონეს.სასიხარულოდ, დღესდღეობით უფრო მეტ პატივს გვცემენ.ინგლისში, გერმანიასა თუ სხვა ქვეყნებში, გვეკითხებიან, თუ რატომ არ ყავთ მათ ჩვენი ხასიათისა და ტალანტის დარი საყრდენები.ანალოგიურის თქმა შეიძლება არგენტინაზე, სადაც 4 შესანიშნავი თავდამსხმელი გამოდის, თუმცა მოედნის ცენტრში მნიშვნელოვნად მოიკოჭლებენ.თანამედროვე ფეხბურთში, ჩვენი აპმლუის მოთამაშეებს, ფიზიკურობის პარალელურად, შემოქმედობაც მოეთხოვებათ.
- რამდენად მნიშვნელოვანია ბურთის ფლობა?
- მნიშვნელოვანია გუნდის ეფექტურად ფლობა და არა უბრალოდ ბურთის ფლობა.
- როგორ ფიქრობთ, ესპანური ფეხბურთის წარმატების გამო გაეხსნათ ფეხბურთელებს გზა პრემიერ ლიგაში?
- რა თქმა უნდა.ინგლისურ გუნდებს შესანიშნავი ფინანსური რესურსები აქვთ და მათ ესპანურ ფეხბურთში წარმოქმნილი კრიზისითაც ისარგებლეს.გამოცდილებამ დაგვანახა, რომ ჩვენებურები სხვადასხვა კლუბებში ნიშანდობლივ პოზიციებს მყისვე იკავებენ.
- ფეხბურთელები იქეთ მიდიან, შენ კი უკან დაბრუნდი...
- დიახ, 2009 წელს სწორი არჩევანი გავაკეთე.„ლივერპულში“ 5 წლიანი კარიერის შემდეგ, ადგილის გამოცვლის საჭიროება იდგა დღის წესრიგში და უკეთეს კლუბში სად უნდა წავსულიყავი? მივედი მადრიდში, სადაც მოთხოვნის კოეფიციენტი ყველაზე მაღალ საფეხურზე დგას.ესპანეთის დედაქალაქში ყოველდღიური ცხოვრება გაცილებით რთულია, რამეთუ მუდამ გამარჯვებას, გამარჯვებასა და გამარჯვებას გთხოვენ.აქ, არავის უყვარს ლოდინი.მეც მაინტერესებს, სადამდე გავუძლებ ასეთ ზეწოლას.
- ახლა, ესპანელი ფეხბურთელები მოდაში არიან, რამეთუ ნაკრებმა ყველაფერი მოიგო.რას გაძლევთ ეს?
- როდესაც ვსაუბრობთ ნაკრებზე, ყურადღება უნდა მივაქციოთ ახალგაზრდულ გუნდსაც, რომელმაც ევროპის ჩემპიონატი მოიგო.ჩვენი საგანმანათლებლო სისტემა, გვეხმარება, შევქმნათ კონკურენტუნარიანი ფეხბურთელები, რომლებიც ლამაზად ითამაშებენ და სწორ გადაწყვეტილებებს მიიღებენ შესაბამის ეპიზოდებში.საფეხბურთო სკოლებში თვინით ვმუშაობთ და ეს განაპირობებს წარმატებას.
- ესპანურმა საფეხბურთო კულტურამ ცვლილებები განიცადა?
- დიახ და ჩვენ ვინარჩუნებთ საუკეთესო თვისებებს.დიდებული ტექნიკა და გამარჯვებული სულისკვეთება ჩვენს მხარესაა.თუ კარგად თამაშობ, მაგრამ გადამწყვეტ მომენტში ვერაფერს ახერხებ, რა აზრი აქვს ასეთ ასპარეზობას? ფეხბურთში უნდა იცოდე სირბილი და მაქსიმუმის გაღება.არავის სჭირდება ბურთის ლამაზად გორაობა, თუ ბოლოს შედეგს არ მოიტანს ყოველივე ეს.ესპანურმა ფეხბურთმა ისწავლა გუნდზე მუშაობა.შენ კარგი ფეხბურთელი ხარ, მაგრამ სხვასაც უნდა მოუტანო სარგებელი, რასაც ხედავს ახალგაზრდა და გბაძავს.
- როგორ მოახერხა ესპანეთის ნაკრებმა, გვარდიოლას ბარსელონასა და მოურინიოს მადრიდის შერწყმა?
- ფეხბურთელების დონემ განაპირობა ყველაფერი.ჩვენ განვითავისეთ ერთი რამ - მთავარია გუნდურობა და არა ინდივიდუალურობა.შევქმენით მნიშვნელოვანი ბაზა და ამიტომაც, ახალ მოთამაშეებს არ უჭირთ შემადგენლობაში ინტეგრირება.
- ყველას გვახსოვს, თუ რაოდენ დაძაბული ვითარება იყო მადრიდისა და ბარსელონას ფეხბურთელებს შორის.როგორ ეწყობოდით ნაკრებში?
- ჩვეულებრივად.ნაკრებში პარტნიორები ვართ, თუმცა ეს კლუბების ღირსების დაცვას არ გამორიცხავს.ყველაფერი შეთავხსებადია.
- რამეს შეცვლიდით კლასიკოში?
- ცხადია, არა.ისინი დაძაბულ სიტუაციებში ტარდებოდა, მაგრამ თავს ვართმევდით ყველაფერს.მე შენ არ დაგელაპარაკები იმიტომ, რომ კლასიკოში ჩამარტყი, მართლა? პირადად ჩემთვის, რაც ხდება ამ ჯახებში, მოედანზევე რჩება.როდესაც ნაკრებში ვხვდებით, ყველაფერი ნორმალურადაა.ესპანური გამოცემები ბევრს წერენ, მაგრამ მე შესანიშნავი ურთიერთობა მაქვს კატალონიელებთან.მაგალითისათვის, კარგად მომეხსენება ბუსკეტსის უნარ-ჩვევების შესახებ და ისიც ჩემზე დიდ ინფორმაციას ფლობს.კლუბებში თითქმის იდენტურ პოზიციებზე ვთამაშობთ, მაგრამ ნაკრებში სივრცეებს ვუქმნით ერთი-მეორეს და ვაზღვევთ.ბუსი ჭკვიანი და ტაქტიკურად გაწაფული ფეხბურთელია.
- ადრე, ესპანური გრანდები უცხოელი ფეხბურთელების წყალობით იყვნენ კონკურენტუნარიანნი.სიტუაცია შეიცვალა?
- ვფიქრობ, შეიცვალა ესპანელი ფეხბურთელის მენტალიტეტი.ვისწავლეთ კონკურენციის გაწევა და გამარჯვებებმაც თავისი გავლენა იქონია ყველაფერზე.ახლა ვიცით, თუ როგორ უნდა ვითამაშოთ გადამწყვეტ ეპიზოდებში.ჩვენ შეგვიძლია ბურთის კონტროლით ანგარიშის შენარჩუნება და ცივი გონებით ასპარეზობა.
- როგორ ფიქრობთ, „ფურია როხას“ ძალუძს კიდევ ერთი მუნდიალის მოგება?
- 3 დიადი ტიტულის შემდეგ, რთული იქნება კვლავ კვარცხლბეკზე ასვლა, მაგრამ რაც არ უნდა მოხდეს, ამ თაობის მოთამაშეები იმსახურებენ ღირსეულ დასასრულს და შესაბამის პატივს.
- რას გულისხმობთ?
- ბევრი ფეხბურთელი მუნდიალის შემდეგ სანაკრებო კარიერი დასრულების შესახებ გააკეთებს განცხადებას.გვინდა, რომ მაჟორულ ნოტაზე გავაცილოთ მოთამაშეები, რომელთა მხრებზეც დიდებული კარიერა დგას.სრული სერიოზულობით მოვეკიდებით საქმეს, რათა 2002 წლის საფრანგეთის ნაკრების ბედი არ გავიზიაროთ.
- დიდი ხნის განმავლობაში არ ახანგრძლივებდით კონტრაქტს „რეალთან“ და რატომ?
- მინდა დავრწმუნებულიყავი, რომ ფიზიკური თვალსაზრისით, ყველაფერი რიგზე მქონდა.2013 წლის იანვრიდან მაისამდე, ტრავმით ვთამაშობდი, რაც დიდი დისკომფორტი იყო.ზაფხულში გავიკეთე ოპერაცია და დაბრუნების შემდეგ, სანამ შესაბამის დონეზე არ გავედი, გადაწყვეტილებაც ვერ მივიღე.სიმართლე გითხრათ, საკმაოდ რთული გზა ავირჩიე.ეს არც ფულს შეეხებოდა და არც სურვილს, უბრალოდ ჩემს თავს ვკითხე, „შევძლებ კი, კიდევ 2 წელი თამაშს“ და თავადვე ვუპასუხე, რომ კი.
- ამბობდნენ, რომ ამერიკაში გსურდათ გადასვლა...
- მომავალში არ გამოვრიცხავ ამას, მაგრამ ვნახოთ, რა იქნება 2 წლის შემდეგ.არ გამოვრიცხავ, არც ევროპის სხვა კლუბს, „რეალ სოსიედადს,“ ან მადრიდში დარჩენას.ყველაფერი დამოკიდებული იქნება ჩემს კონდიციებზე.ერთი რამ ვიცი - თავს უფლებას არ მივცემ, მოედანზე სუსტი ალონსო იხილონ.ეს უბრალოდ თავმოყვარეობის საკითხია.
- თქვენი ფორმაში ჩადგომის შემდეგ, ანჩელოტის მადრიდი დაბალანსებულად გამოიყურება...
- შემადგენლობა ორგანიზებულად ასპარეზობს.თავდამსხმელებიც კი ჩამოდიან უკან, რაც ნახევარმცველებს ბურთის კონტროლს უადვილებს, ხოლო მცველებს ნაკლებ საფრთხეს უქმნის.აქედან გამომდინარე, მეკარეც ცოტას უშვებს.ხაზების ურთიერთდახმარების პრინციპი, ბალანს იძლევა, რაც ძალიან დაგვეხმარება აპრილში, როდესაც გადამწყვეტი და მნიშვნელოვანი თამაშები მოგვადგება კარს.მხოლოდ 7 კაცით თავდაცვა საკმარისი არ არის.წინ და უკან, 10-მა მოთამაშემ უნდა იმოძრაოს.
- საჭიროების შემთხვევაში, რონალდუს ეტყვით, რომ დაცვაში ჩამოვიდეს?
- ბუნებრივია, ჩემი მოვალეობაც ეს არის, რომ მუდმივი კონტაქტი მქონდეს როგორც მცველებთან, ასევე შემტევებთან.ჩემი პოზიციიდან კარგად ვკითხულობ თამაშს და ზოგჯერ ვეძახი „კრის, ჩამოდი დაგვეხმარე.“ანალოგიურად მომმართავენ მცველებიც -„ჩაბი, ჩვენ უნდა გავაკეთოთ ასე.“ამაში გასაკვირი არაფერია.შესაძლოა, ახალგაზრდებმა ვერ გადადგან კონკრეტული ნაბიჯი, მაგრამ მე გამოცდილი ვარ.
- ბენზემას აქვს დაცვითი პოტენციალი?
- კარიმს დიდი სარგებელი მოაქვს გუნდისათვის.ის კარგად აკონტროლებს ბურთს, ჩინებულად უგებს პარტნიორებს და გოლაობს.ამასთანავე, საკმაოდ ჭკვიანურად გადაადგილდება მოედანზე.ბენზემა დიდებული ფეხბურთელია.
- და ვარანი?
- რაფა ძალიან მომწონს.ის მარტივად აკეთებს ყველაფერს.საკმაოდ რთული ორთაბრძოლიდან, ისე გამოვა გამარჯვებული, ვითომც არაფერი.ახალგაზრდა მოთამაშე კარგად მომზადებულია, როგორც, ტაქტიკურად, ასევე ტექნიკურად.მოსაწონია მისი ფიზიკურობაც, ხოლო მისი სუფთა „ვარდნების“ ყურება, ერთი სიამოვნებაა.
- რა მოუტანა ანჩელოტიმ გუნდს?
- კარლოს ხასიათი აძლევს საშუალებას, ბრწყინვალედ მართოს ტალანტებით დაკომპლექტებული კოლექტივა და საჭიროების შემთხვევაში, თითოეულ მოთამაშესთან აწარმოოს კომუნიკაცია, თავისი ავტორიტეტით.მის იმიჯთან შედარებით, გაცილებით მშვიდი პიროვნებაა, თუმცა ის ვინც, მაქსიმუმს არ გაიღებს, მწვრთნელის გულისწყრომასაც დაიმსახურებს.მის გუნდში შესანიშნავი ატმოსფერო სუფევს.ბიჭებმა იციან თავიანთი მოვალეობები და დამრიგებლის ნდობით არიან აღწურვილნი.
- ესპანურ ფეხბურთს კარგი მომავალი აქვს?
- მოვერიდოთ ხმაურიან განცხადებებს.ამ ეტაპისათვის, ვიმყოფებით იქ, სადაც უნდა ვიყოთ.ფეხბურთი ისეთი საკითხია, მომავალს ვერ იწინასწარმეტყველებებ.
RealMadrid.Ru
- 6 მარტი 2014
- 2 317
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.