რამოსი გუნდს შეუერთდა
ვან ნისტელროიმ, ალბიოლმა, გუტიმ და მეცელდერმა სპორტდარბაზში ივარჯიშეს.
დღეს "რეალმა" მორიგი ვარჯიში გამართა "ვალდებებასზე". გუნდს დაუბრუნდა სერხიო რამოსი. სევილიელი მცველი გუშინ ტრენაჟორებზე ვარჯიშობდა და დღეს უკვე მოედანზე ირბინა. სპორტდარბაზში დარჩნენ ვან ნისტელროი, ალბიოლი, გუტი და მეცელდერი, რომლებიც ისევ ტრავმირებულნი არიან.
მადრიდული კლუბი "ციურიხთან" მოგების შემდეგ მთლიანად გადაერთო "ბარსელონასთან" მატჩზე. ისინი მატჩამდე ძალიან ბევრს ვარჯიშობენ, რათა შეხვედრა უმაღლეს დონეზე ჩაატარონ.
სერხიო რამოსი ვარჯიშებს დაუბრუნდა
დღის ერთადერთი სიახლე იყო სერხიო რამოსის დაბრუნება. გუშინ სერხიომ სპორტდარბაზში ივარჯიშა, დღეს კი უკვე გუნდთან ერთად იმყოფება. რამოსი ფიზიკურ კონდიციებს იუმჯობესებდა. ამ დროს კი კასილასს, დუდეკსა და ადანს მეკარეების მწვრთნელი ხავიერ მანსიდორი ავარჯიშებდა.
ოთხი ფეხბურთელი სპორტდარბაზში
ვან ნისტელროი, ალბიოლი, გუტი და მეცელდერი ისევ ტრენაჟორებზე ვარჯიშობდნენ თანაგუნდელებისგან განცალკევებით. ჰოლანდიელი ფორვარდი განაგრძობს მარცხენა ფეხის ტრავმის მოშუშებას, ხოლო ალბიოლს მარჯვენა მუხლზე აქვს პრობლემები. გუტის კი მარცხენა ფეხის ტრავმა აქვს და უცნობია მისი დაბრუნების თარიღი.
ასე, რომ მანუელ პელეგრინიმ 17 ფეხბურთელთან ერთად ივარჯიშა. ჩილელი სპეციალისტი კიდევ ერთ ვარჯიშს გამართავს, რათა საბოლოოდ ჩამოყალიბდეს "ბარსელონასთან" თამაშის წინ. თამაშამდე ფეხბურთელები სასტუმრო "AC"–ში დაჰყოფენ.
ინფორმაციის წყარო: Realmadrid.com
- 27 ნოემბერი 2009
- 3 266
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.