იკერი: „ლიდერობაში ლოპესს მიუძღვის დიდი წვლილი“
ეროვნულ ნაკრებში მორიგი შეხვედრის ჩატარების შემდეგ, კაპიტანმა კასილიასმა ჟურნალისტების კითხვებს გასცა პასუხი.
დიეგო კოშტას დებიუტი: „რთულია, როდესაც ყველა კამერა შენსკენაა მომართული.ამას ისიც ემატება, რომ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, ბევრს წერდნენ დიეგოზე.თამაშის შედმდეგ მითხრა, რომ მოვლენების განვითარებით ბედნიერია.23 ფეხბურთელში მოხვედრა ადვილი როდია, აქედან გამომდინარე, მუშაობა მართებს.“
პუიოლი: „კარლესმა დიდი ფიქრის შემდგე მიიღო „ბარსელონადან“ წასვლის გადაწყვეტილება.ის ფეხბურთიდან არ მიდის, არამედ ჰაერის გამოცვლა და ძალების სხვაგან მოსინჯვა სურს.ჩვენ პატივს ვცემთ მის არჩევანს და წარმატებებს ვუსურვებთ.“
„რეალში“ მეორე ნომრად ყოფნა: „ასეთია მწვრთნელის ტექნიკური გადაწყვეტილება, თუმცა მთავარი ის არის, რომ ფარ-ხმლის დაყრას არ ვაპირებ.არ მაკმაყოფილებს მიღწეული და მეტისთვის ვიბრძვი.“
ლა ლიგაში უთამაშებლობა: „პრიმერას მატჩებში დამრიგებელი დიეგოს ამწესებს მოედანზე, რომელიც თავის მხრივ პროდუქტიულია გუნდისათვის.სატურნირო ცხრილის ლიდერობაში, ლოპეს მიუძღვის დიდი წვლილი.მინდა, რომ სასარგებლო ვიყო, როდესაც შანსი მეძლევა.“
სატრანსფერო ბაზარზე კასილიასი შეუფასებელია? „ასე არასოდეს მიფიქრია, რამეთუ ყველაფერს აქვს საზღვარი.საკუთარ თავს დიდ პატივს ვცემ და შეიძლება ითქვას, ჩემი წარმატებაც ამან განაპირობა, თუმცა ვერაფერს გეტყვით სატრანსფერო ღირებულებასთან დაკავშირებით.“
მოურინიოს განცხადებები: „შემდეგი შეკითხვა.ამაზე ინგლისში გაგცემენ პასუხს.“
ლა დესიმა: „ბოლო დღეებს განმავლობაში ბევრი ვისაუბროთ ამაზე.ყველას სურვილია ლიგის თასი, მაგრამ ადრეა საუბარი.წინ უმნიშვნელოვანესი თამაშები გველოდება და მოვლენების დაჩქარება უადგილოდ მიმაჩნია.“
გამართული დერბი: „ურთულესი თამაში ჩავატარეთ და მნიშვნელოვანი ქულა დავიბევეთ.მიუხედავად ვერ მოგებისა, პირველი ადგილი მაინც შევინარჩუნეთ.არ დაგავიწყდეთ, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში მესამეზეც ვიყავით.ყაიმში საგანგაშო არაფერია.სჭიროა ლიდერობის დაცვა.“
წარმატების გასაღები: „არ უნდა დავნებდეთ, ხელები არ უნდა ჩამოვუშვათ.საკუთარი თავებისგან მაქსიმუმი უნდა მოვითხოვოთ და ბოლომდე ვიბრძოლოთ.მხოლოდ ამ შემთხვევაში იქნება გამარჯვება.“
AS
- 6 მარტი 2014
- 2 722
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.