„რეალი“ და „ბარსა“ უნგრელი ტალანტისთვის იბრძვიან
მატიას ტაჯტი (Matyas Tajti) თავის ქვეყანაში ყველაზე პერსპექტიული ფეხბურთელია.
მოთამაშე მხოლოდ 15 წლისაა, თუმცა უკვე მიიპყრო ისეთი დიადი გუნდების ყურადღება, როგორებიც „რეალი“ და „ბარსელონა“ არიან.თავდაპირველად, ნიჭიერი ბავშვის პოტენციალით, კატალონიელები სკაუტები მოიხიბლნენ, როდესაც ეს უკანასკნელი ერთ-ერთ საერთაშორისო ტურნირზე იხილეს საქმეში და მყისვე მის გადმობირებაზე დაფიქრდნენ.
ალბათ, „ბალუგრანას“ წარმომადგენლებს მისი წაყვანა არ გაუჭირდებოდათ, რომ არა მადრიდელების ფაქტორი.საქმე იმაშია, რომ მატიასი ფერენც პუშკაშის საფეხბურთო აკადემიაში ირიცხება, რომელთანაც „ბლანკოსს“ მჭიდრო კონტაქტი აკავშირებს.მეტიც, „თეთრებს“ აღნიშნული სკოლიდან, მოთამაშეების ყიდვის უპირატესი უფლება აქვთ.აქედან გამომდინარე, „კულეების“ ინტერესი საწყის ეტაპზეve დაბლოკა სამეფო კლუბმა.
გავრცელებული ინფორმაციით, უნგრელთის მკვიდრი იანვარში უკვე იმყოფებოდა სინჯებზე ესპანეთის დედაქალაქში და ადგილობრივებiს დიდი მოეწონება დაიმსახურა, თუმცა „ფიფას“ რეგულაციების თანახმად, პროფესიონალური კონტრაქტის დადება, მხოლოდ 16 წელს მიღწეულ ახალგაზრდებთანაა ნებადართული და მადრიდელებიც 2 ივნისს ელოდებიან, როდესაც მატიასი მეთექვსმეტე დაბადების დღეს იზეიმებს.
MARCA
- 6 მარტი 2014
- 2 386
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.