ანჩელოტის „მარჯვენა“
განაპირა მცველების პოზიციაზე, ანჩელოტის არჩევანის საშუალება აქვს.
კარვახალის დაბრუნების შემდეგ, ქომაგების უმრავლესობა, პირველ სეზონში, სათადარიგო სკამს უწინასწარმეტყველებდნენ მას, თუმცა ბუნდეს ლიგა გამოვლილი ფეხბურთელი, არც მადრიდში მოერიდა პოტენციალის გამოვლენას და შედეგიც სახეზეა - ის გაცილებით დიდი ნდობით სარგებლობს მიმდინარე ფორმაციის „რეალში“, ვიდრე არბელოა.
წლეულს, დანიელმა 2087 წუთი გაატარა მწვანე მინდორზე და აქედან მხოლოდ 13 წუთი მოუწია სხვა პოზიციაზე თამაში, ხოლო არბელოას, რომელსაც 1523 წუთი დაუთმეს, 547 წუთის განმავლობაში, მარცხენა ფრთაზე მოუწია თამაში.
მაშასადამე, 22 წლის კარვახალი ნელ-ნელა ყალიბდება „ბლანკოსის“ შეუცვლელ წევრად.სასიხარულოა, რომ მარჯვენა ფრთა კვლავ საიმედო კანტერანოსის ხელში იქნება.
MARCA
- 6 მარტი 2014
- 2 062
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.