ისკო დიდებული თამაშით დაბრუნდა
„რეალის“ რიგებში, ყოფილი მალაგელი სათამაშო წუთების სიმრავლით ვერ დაიტრაბახებს, თუმცა სანაკრებო პაუზამ აჩვენა, რომ ფეხბურთელი შესანიშნავ კონდიციებშია.
ახალგაზრდა ნახევარმცველი ესპანეთის 21 წლამდელთა გუნდის ნამდვილი ლიდერია, რაც კიდევ ერთხელ ცხადყო გერმანელებთან დაპირისპირებამ.ისკო პირველი წუთებიდანვე აქტიურად შეუდგა შეტევების ორგანიზებას, რაც არცთუ ისე წარმატებულად გამოდის მადრიდში.თითქმის ყოველი იერიში, სწორედ ალარკონის პასით იწყებოდა და რომ არა უიღბლობა, ასისტენტების გრაფაში მისი გვარი რამდენჯერმე ჩაიწერებოდა.ის საკმაოდ მობილური გახლდათ მწვანე მინდორზე და სათანადო ეპიზოდებში, ადეკვატურ გადაწყვეტილებებს იღებდა.დასამახსოვრებელია რამდენიმე დიდებული გადაცემა, ცრუ მოძრაობები და გოლი, რომელიც მეორე ტაიმში შეაგდო.
ერთი სიტყვით, ისკომ კვლავ დიდი მოლოდინები შექმნა.სეზონის დაძაბულ ეტაპზე, მისი ფაქტორიც მნიშვნელოვანო იქნება მადრიდელებისათვის.იმედია, საკლუბო დონეზეც არანაკლებ შთაბეჭდილებას დატოვებს ქომაგების თვალში.
MARCA
- 6 მარტი 2014
- 1 822
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.