მორატას პირველობამდე 2 გოლი აშორებს
ახალგაზრდა თავდამსხმელი, „რეალის“ რიგებში შებოჭილი თამაშობს, რასაც ვერ ვიტყვით, ესპანეთის ახალგაზრდულ ნაკრებზე.
როგორც იცით, მორატამ გერმანელ თანატოლებსაც გაუტანა და აღნიშნული გოლი, მისთვის მე-13 გამოდგა (12 მატჩში) 21 წლამდელთა ნაკრებში.ნიშანდობლივია, რომ 2 გოლის გატანის შემთხვევაში, ამ ასაკობრივი გუნდის ყველა დროის საუკეთესო მეგოლე გახდება.
ცნობისათვის, ალვარო ბომბარდირი გახდა ევროპის ჩემპიონატზეც, რომელიც ესპანელთა ტრიუმფით დასრულდა.
იმედია, ფეხბურთელი „რეალშიც“ მაქსიმალურად გამოავლენს თავის პოტენციალს.
- 6 მარტი 2014
- 1 624
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.