პეპე: „მეათეს მოგება შეგვიძლია“
პორტუგალიურმა Record-მა, პეპეს სამშობლოში ყოფნით ისარგებლა და ინტერვიუს ჩაწერის შანსი ხელიდან არ გაუშვა.
„უნდა გვჯეროდეს, რომ ჩემპიონთა ლიგის მეათე თასს მოვიგებთ.გუნდი თავდაუზოგავად მუშაობს, რათა დასახულ მიზნებამდე მივიდეს.ამ ეტაპისათვის, ინტენსიური სამუშაო გვიფასდება, რამეთუ პრიმერაშიც, ლიგაზეც და თასზეც, კომფორტულ სიტუაციებში ვართ.ვფიქრობ, ყველანაირი პირობა გვაქვს, სეზონის დიდი გამარჯვებებით დასრულებისა.“
„კრიშტიანუ თამაშიდან-თამაშამდე გვაოცებს.ზოგჯერ შთაბეჭდილება მრჩება, რომ მის შესაძლებლობებს საზღვარი არ გააჩნია.ის ნამდვილი პროფესიონალია და მუდამ მეტის გაკეთება უნდა.“
„როდესაც ახალი მწვრთნელი მოდის გუნდში, მას ადაპტაციისათვის დრო სჭრიდება.გამონაკლისი არც ანჩელოტი ყოფილა.თავდაპირველად, გვიჭირდა მასთან შეგუება, თუმცა დროთა განმავლობაში, ყველაფერი დალაგდა, რაც გუნდის შედეგებზეც აისახა.“
RealMadrid.Ru
- 6 მარტი 2014
- 1 339
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.