მორატა : "გატანილმა გოლმა ფსიქოლოგიური წნეხისგან მიხსნა"
გუშინ ესპანეთის ახალგაზრდულმა ნაკრებმა გერმანელი ახალბედები 2-0 დაამარცხა. საბედნიეროდ ორივე გოლი მადრიდელთა ანგარიშზეა, პირველ ჯერზე თავი ალვარო მორატამ გამოიჩინა, მეორედ კი მეტოქის კარი ისკო ალარკონმა ეფექტური დარტყმით აიღო. მადრიდელმა კანტერანომ მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა...
"ბოლო თვეებში მადრიდის რეალში არც ისე დიდი დრო მეძლევა სათამაშოდ და ვერ გეტყვით, რომ კარგ ფიზიკურ კონდიციაში ვიმყოფები, მაქსიმალურად ვიხარჯები და ვცდილობ, რომ ანჩელოტის მითითებები 100%-ით შევასრულო."
"დღევანდელმა გოლმა ძალა შემმატა, მიხარია რომ მთავარი მწვრთნელი მენდო და თამაშის საშუალება მომცა, ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო."
"ახლა უკვე რეალზე ვფიქრობ, წინ ძალიან რთული თამაშები გველის, სადაც თავის გამოჩენის საშუალება აუცილებლად მომეცემა, ჩვენ სამ ფრონტზე ვიბრძვით და ბუნებრივია კარლიტო როტაციას მიმართავს."
- 5 მარტი 2014
- 1 805
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.