მესის მოიშუშა ტრავმა, მაგრამ გვარდიოლა მას თადარიგში დატოვებს
"ბარსელონას" დღევანდელ ვარჯიშში მონაწილეობა მიიღეს ლეონელ მესიმ და ზლატან იბრაჰიმოვიჩმა. მათ გამოტოვეს "ინტერთან" მატჩი, რათა სრულად გამოჯანმრთელებულიყვნენ. ისინი მზად არიან "ელ კლასიკოში" მონაწილეობის მისაღებად.
თუმცა "რეალთან" მატჩი მესიმ შესაძლოა სათადარიგოთა სკამზე დაიწყოს. გვარდიოლა არაა დარწმუნებული მესის ჯანმრთელობაში და შესაძლოა არ გამოიყენოს არგენტინელი. ტრავმის განმეორების შანსი მაღალია და არაა გამორიცხული მესიმ თამაში თადარიგში დაიწყოს. შესაძლოა ლეომ მეორე ტაიმში ითამაშოს. ეს დამოკიდებული იქნება მატჩის შედეგზე. იბრაჰიმოვიჩი კი უნდა გამოვიდეს სასტარტოში და მხარი აუბას ანრისა და ინიესტას შეტევის ხაზში.
დღეს მთელი ძალებით ასევე ვარჯიშობდა დანიელ ალვეში. "ინტერთან" მატჩში მან მცირე დაზიანება მიიღო და რამდენიმე ვარჯიში გამოტოვა კიდეც. თუ ტრავმამ არ შეუსალა ბრაზილიელ მცველს ხელი, მას განაცხადში შეიყვანს გვარდიოლა.
ინფორმაციის წყარო: As.com
- 27 ნოემბერი 2009
- 4 307
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.