თანემამულეები ბენზემას ჯერ კიდევ არ ენდობიან
კარიმმა მადრიდისტებში რეპუტაცია აიმაღლა, თუმცა სამშობლოში, ქომაგთან ნაწილი ჯერ კიდევ სკეპტიკურად უყურებს გოლეადორს.
სეზონის სტარტზე, მადრიდში ბევრ საუბრობდნენ ბენზემას პოტენციურ შემცვლელებზე, მაგრამ თავდამსხმელი თავდაუზოგავი მუშაობის წყალობით ჩიხიდან გამოვიდა.მან გოლაობას მოუმატა და გულშემატკივრების სიმპათიებიც დაიბრუნა.
ამ ეტაპისათვის, კარიმი, საკლუბო ანგარიშზე 21 გოლს მოითვლის, ხოლო სანაკრებოზე 3-ს, თუმცა ფრანგებისათვის აღნიშნული მაჩვენებელი დამაკმაყოფილებელი როდია.
ჰოლანდიასთან ამზანაგური ჭიდილის წინ, რომელიც ხვალ შედგება, ერთ-ერთმა ადგილობრივმა გამოცემამ, საკუთარ მომხმარებლებს ჰკითხა - იმსახურებს თუ არა მადრიდისტა ადგილს „მამალთა“ სასტარტო შემადგენლობაში.საინტერესოა, რომ გამოკითხვაში 19 700-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა და მათი პოზიციები თანაბრად გაიყო.48%-ს ბენზემა თერთმეტეულში უნდა, 48% სხვას ანიჭებს უპირატესობას, ხოლო 4%-ს კითხვაზე პასუხი არ აქვს.
მაშასადამე, კარიმს მუშაობის გაგრძელება მართებს, რათა თანამემამულეების გულებიც დაიპყროს.
AS
- 4 მარტი 2014
- 2 282
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.