ბენზემა: „ლიგა თუ მუნდიალი? არვიცი“
კარიმ ბენზემა, რომელმაც მადრიდულ დერბიშიც გამოიჩინა თავი, საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებს შეუერთდა.
„ჩემპიონთა ლიგა თუ მსოფლიო ჩემპიონატი? რთულია ამ ორიდან რომელიმე ტიტულის გამორჩევა.კლუბი და ნაკრები განსხვავებული საკითხებია.ერთში ყოველდღიურად მუშაობ, ხოლო მეორეში არა.“
„უდავოა, რომ მუნდიალზე გამოსვლა ნებისმიერი ფეხბურთელის ოცნებაა.“
„საბედნიეროდ, ამ ეტაპზე შესანიშნავ კონდიციებში ვიმყოფები და ეს ნათლად ჩანს მწვანე მინდორზე.ფეხბურთელის კარიერაშ არის, როგორც კარგი, ასევე ცუდი დღეები.როდესაც მძიმე პერიოდი მქონდა, ბევრს ვმუშაობდი და მწვრთნელებისა თუ თანაგუნდელების დახმარებით, დავძლიე.“
„როდესაც თავდამსხმელს მშრალი სერია გაუგრძელდება, მისთვის მთავარია მხარდაჭერა.ანჩელოტი, დეშამი და ზიზუ მხარში მედგნენ.“
„კარლოსთან მუდმივი კომუნიკაცია მაქვს.ვარჯიშებს მიღმაც ბევრს ვსაუბრობთ.მისი სურვილია, რომ დიდ წარმატებას მივაღწიო, როგორც საკლუბი, ასევე სანაკრებო დონეზე.“
AS
- 3 მარტი 2014
- 2 499
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.