იკერი 40 წლამდე აპირებს თამაშს
სამეფო კლუბის კაპიტანმა, Melodia FM-ის მიკროფონთან საინტერესო თემები განიხილა.
ტიტულების კაბინეტი: „რა თქმა უნდა, ჩემი დიდი სურვილია თასების მოგება.ფასტანტიკურია, როდესაც ჩემპიონობის შესაძლებლობა გაქვს და შემდეგ ამას ფანებთან ერთად აღნიშნავ.ეს პრივილეგიაა ჩემთვის.სიმართლე გითხრათ, ნელ-ნელა კარიერის დასრულების შემდეგ საქმიანობაზეც ვფიქრობ.ვიმედოვნებ, რაიმე სახით კვლავ ჩემი კლუბის ამბებში ვიქნები ჩართული.“
მზრუნველი ანგელოზი: „ადამიანები ამბობენ, რომ ძალიან იღბლიანი ვარ, მაგრამ ასეც ვერ ვიტყვი.მახსოვს, ჩემი დებიუტი „რეალის“ მაისურით, ისეთი წარმატებული ვერ გამოდგა, როგორსაც ველოდი და კვლავ სარეზერვო გუნდში დამაბრუნეს.მწვრთნელმა მხოლოდ მაშინ მიხმო, როდესაც ილგნერმა ტრავმა მიიღო.თითქმის ანალოგიური სცენარი განვითარდა 2002 წლის მუნდიალზე.რასაკვირველია, არცერთ თანაგუნდელს ვუსურვებ ცუდს, მაგრამ ყოველთვის გამოვიყენებ შანსს.“
სასტარტოში დაბრუნება: „მნიშვნელოვანია შემადგენლობაში ადგილის დაბრუნება.იმისათვის, რომ მიაღწიოს მეტს, საჭიროა ბრძოლა.ამბიციური ადამიანი ვარ და ფარ-ხმალაის დაყრა არ მიყვარს.თანაგუნდელების სრული პატივისცემით, ვეცდები სასტარტოში დამკვიდრებას.“
ეროვნული ნაკრები: „იმედია, იტალიის ნაკრებთან ამხანაგურ პაექრობაში თამაშის საშუალება მომეცემა.„ფურია როხაში“ გამოსვლა დიდი სტიმულია ჩემთვის.მადლობა ვუხდი დამრიგებელს, გამოცხადებული ნდობისთვის.“
მომავალი: „ვგონებ, 40 წლამდე შევძლებ თამაშს, რაც კიპერისათვიც სულაც არაა წარმოუდგენელი.დიდი იმედი მაქვს, სწორედ „რეალში“ დავასრულებ კარიერას, თუმცა ხშირად ისე არ ხდება, როგორც ჩვენ გვინდა.დრო გვიჩვენებს, რა მოხდება, როდესაც კონტრაქტი ამომეწურება.“
რჩეული მოგერიება: „სამ სეივს გამოვყოფდი: „სევილიასთან,“ 2002 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალში და მუნდიალზე ჰოლანდიასთან.“
AS
- 3 მარტი 2014
- 2 322
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.