მარსელო : "ცდა არ დაგვიკლია, მაგრამ..."
მატჩის შემდეგ მარსელო ვიეირამ ჟურნალისტებს ინტერვიუ მისცა, სადაც განაცხადა, რომ გუნდმა ყველაფერი გააკეთა მოსაგებად, თუმცა ამაოდ...
"პირველი ტაიმი კარგად დავიწყეთ, მაგრამ შემდეგ მოხდა, რაღაც რამაც მოგვადუნა და ატლეტიკოს 2 გოლის გატანის საშუალება მივეცით."
"გუნდმა შეცდომები დაუშვა, თუმცა მონდომება ნამდვილად არ გვაკლდა და ბოლომდე ვიბრძოლეთ, მეორე ტაიმში გაცილებით უკეთესი ფეხბურთი ვითამაშეთ და მეტოქის კარის აღებაც მოვახერხეთ, თუმცა ეს საკმარისი არ იყო."
"თამაშის ბოლო სიტუაციას სრულად ვაკონტროლებდით და გოლის გატანის იმედი გვგქონდა, თუმცა ვერ მოვახერხეთ, რამაც გული დაგვწყვიტა."
"კოენტრაო ტრავმის შემდეგ ფორმას იღდგენს, იგი უკვე ხშირად გამოდის მოედანზე და საკმაოდ დამაჯერებლადაც, პორტუგალიელი იმიტომ შევცვალე, რომ ანჩელოტიმ შეტევაში მეტი ინტენსიურობა მოგვთხოვა."
"თითოეული ფეხბურთელი მუშაობას აგრძელებს ჩემპიონობისათვის, სეზონის ბოლოს თასი მადრიდის რეალს უნდა დარჩეს."
- 3 მარტი 2014
- 1 564
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.