კარლომ დერბი შეაფასა
ტრადიციისამებრ სამეფო კლუბის მწვრთნელმა მადრიდული დერბის შემდეგ კომენტარი გააკეთა, სადაც გასული მატჩი შეაფასა და განაცხადა, რომ მთავარი ლიდერობა გახლავთ, რომელიც მისმა კოლექტივმა აუცილებლად უნდა შეინარჩუნოს...
"ატლეტიკო ძალიან კარგი გუნდია, რომელსაც ნებისმიერი გუნდის დამარცხება შეუძლია, ისინი საკუთარ მოედანზე უდიდეს ძალას წარმოადგენენ და გასაკვირი არ არის, რომ ანგარიში 2-2 დაფიქსირდა, კმაყოფილი რა თქმა უნდა ვერ ვიქნები, რადგან მოგება მსურდა და ამისათვის ყველაფერი გავაკეთე, თუმცა ფრემ მოგვცა იმის საშუალება, რომ 64 მოგვეგროვებინა და პირველ პოზიციაზე დავრჩენილიყავით, ამას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. მომდევნო 12 მატჩიდან 7-ს სახლში გავმართავს ხოლო 5-ს გასვლაზე, რაც ჩვენს წისქვილზე ასხამს წყალს ვინაიდან "რეალი" საკუთარ მოედანზე კიდევ უფრო ძლიერია."
"ატლეტიკო ძალიან უხეშად თამაშობდა, მთელი თამაშის მანძილზე ფეხბურთელებს ვაფრთხილებდი, რომ მოწინააღმდეგეს არ აჰყოლოდნენ და მხოლოდ ბურთის გორაობაზე ეფიქრათ, ეს იყო ძალიან რთული პაექრობა, რომელშიც უამრავი შანსი მოგვეცა, განსაკუთრებით ამის თქმა მეორე ნახევარზე შემიძლია, თუმცა მოთამაშეებმა ჩემი მითითებების 100%-ით შესრულება ვერ მოახერხეს, რასაც ბევრი ფაქტორი განაპირობებდა."
"დაცვის ფლანგები იმიტომ შევცვალე, რომ არ მომეწონა მათი პროდუქტიულობა, პირველი გოლის შემდეგ ატლეტიკომ ინტენსიური შეტევები დაიწყო, რამაც კოენტრაო და არბელოა ძალიან დაღალა, სწორედ ამიტომ გახდა საჭირო ახალი ძალის ჩარტვა დანიელ კარვახალის და მარსელოს სახით, რომლებიც შესანიშნავად გამოვიდნენ და როგორც უკანა ხაზში, ასევე თავდასხმაშიც ძალიან კარგად ითამაშეს და ატლეტიკოს "ფლანგელებს" პრობლემები შეუქმნეს."
"არ ვთვლი, რომ სასტარტო შემადგენლობა არასწორად შევადგინე, წინა მატჩი არბელოას და ფაბიოს არ უთამაშიათ და მათ მივეცი სწორედ შანსი, ცვლილება კი მხოლოდ იმან გამოიწვია, რომ ჩვენ გვჭირდებოდა უფრო მობილური დაცვა."
"მსაჯზე ბევრი საუბარი არ მსურს, უბრალოდ ძალიან გავბრაზდი, რომ მან შეტევის დასრულების საშუალება არ მოგვცა, მეტს ნამდვილად ვერაფერს გეტყვით."
- 3 მარტი 2014
- 2 506
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.