რამოსი : "მეორე ტაიმში შანსები უნდა გამოგვეყენებინა"

სამეფო კლუბის ვიცე კაპიტნის, სერხიო რამოსის განცხადებით, ატლეტიკოსთან ვერ მოგებული მატჩი მთლიანად "ბლანკოსის" კისერზეა, რადგან გუნდმა მეორე ტაიმში შანსები ვერ გამოიყენა...

"მესამე წუთზე გატანილი გოლის შემდეგ თავს საშუალება მივეცით, რომ ეტაპობრივად შეგვეტია და ცოტა მოვდუნდით კიდეც, რამაც დაგვსაჯა და მოწინააღმდეგისგან ჯერ ერთი ხოლო შემდეგ მეორე ბურთიც მივიღეთ საკუთარ კარში, რამაც სიტუაცია უკიდურესად დაძაბა."

"შესვენებაზე კარლო ანჩელოტიმ ძალიან კარგად აგვიხსნა, რომ თამაშის ძირეულად შეცვლა იყო საჭირო, როგორც კი მოედანზე გავედით მაშინვე გარდატეხა შევიტანეთ და უპირატესობა მოვიპოვეთ, თუმცა უამრავი მომენტი გავანიავეთ და მხოლოდ ერთი გოლის გატანა მოვახერხეთ, რამაც მხოლოდ 1 ქულა მოგვიტანა."

"თერთმეტმეტრიანი არ უნდა დადებულიყო და მსაჯმა მართებული გადაწყვეტილება მიიღო, მსგავსი დონის მატჩებში თითო შეცდომა ძვირად ფასობს."

"ვერ გეტყვით, რომ კმაყოფილი ვარ, რადგან მოგება შეგვეძლო და ამ შემთხვევაში "როხიბლანკოს" 6 ქულით ჩამოვიტოვებდით, ბარსელონასთან კი კვლავ 3 ქულა იქნებოდა სხვაობა, თუმცა რას ვიზამთ, ეს ფეხბურთია სადაც ყველაფერი ხდება, ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ლიდერის პოზიცია შევინარჩუნოთ და საბოლოო ჯამში ჩემპიონობა ვიზეიმოთ."

  • Hala
  • 3 მარტი 2014
  • 1 383
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)