გამოკითხულთა 84% თვლის რომ გოლი ლოპესის კისერზეა
გამომცემლობა "as"-მა ტრადიციული გამოკითხვა ჩაატარა და გამოკითხულთა 84% პროცენტმა გაშვებულ გოშლი სწორედ დიეგო ლოპესი დაადანაშაულა.
საქმე იმაში გახლავთ, რომ გუშინდელ დაპირისპირებაში სადაც მადრიდელები თანაქალაქელ "ატლეტიკო"-ს ეთამაშებდნენ მატჩის პირველი ნახევრის მიწურულს "ატლეტიკოს" ფეხბურთელმა გაბიმ შეხვედრის 46 წუთზე გასახდელში გაატანა გოლი მადრიდის "რეალს". გოლიც არის და გოლიც მაგრამ ამ შემთხვევაში დიდებული დარტყმა შემოგვთავაზა გაბიმ რომელმაც დიდი დისტანციიდან გაისროლა და ლოპესმაც ვერაფერი მოუხერხა მის დარტყმულს.
ესპანელმა ჟურნალისტებმა ჩაატარეს გამოკითხვა სადაც გამოკითხულთა 84% მიიჩნევს, რომ გაშვებული გოლი დიოგო ლოპესის სინდისზეა და მიიჩნევენ, რომ ესპანელ წარმოშობით გალისიელ კიპერს თავისუფლად შეეძლო ამ ბურთის მოგერიება, ხოლო 16% მიიჩნევს, რომ დიეგო უძლური იყო აღნიშნულ ეპიზოდში რადგანაც დარტყმის მომენტს ვერ ხედავდა.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მოსაზრება ჰკითხეს ცნობილ ესპანელ მეკარეს კანისარესს რომელიც წლების წინ "რეალი"-ს ღირსებას იცავდა. "მე მიჭირს პასუხის გაცემა კითხვაზე, მაგრამ ჩემი აზრით დიეგოს შეეძლო ამ ბურთის მოგერიება უბრალოდ მან მოძრაობა დააგვიანა" - განაცხადა კანისარესმა.
- 3 მარტი 2014
- 5 126
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.