რაულს ხავი ყატარში სურს
რაული ძველ მეგობრებს არ ივიწყებს...
როგორც ჩანს რაული ხავი ერნანდესის დარწმუნებას ცდილობს, რომ იგი ყატარში წაიყვანოს. ყველას ძალიან კარგად მოეხსენება, რომ რაული და ხავი ბავშვობის მეგობრები არიან და არც გონსალესის ასეთი გადაწყვეტილება არ უნდა იყოს უცნაური. ამას ისიც ემატება, რომ ხავი ბოლო პერიოდში აშკარა რეგრესს განიცდის, რაც გარკვეულწილად ასაკის ბრალია და არაა გამორიცხული სულ მალე ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაკარგოს.
აქვე იმასაც გეტყვით, რომ ხავის უკვე დიდი ხანია ამერიკიდან ეპატიჟებიან. "ნიუ იორკ რედ ბულსი" და "ნიუ იორკ სიტი" უკვე დიდი ხანია ცდილობენ მის დარწმუნებას კარიერის ამერიკაში გაგრძელებაზე. ფაქტი ერთია, ხავის საკმაოდ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება მოუწევს მომავალ ზაფხულს.
- 1 მარტი 2014
- 2 327
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.