სამეფო ტახტის დაბრუნება

სამი წლის განმავლობაში ჟოზე მაურინიო მზად იყო გილიოტინასთვის შეეშვირა კისერი, რათა თავისი წარმოსახვითი სიმართლით ტვინი გამოელაყებინა სრულიად ესპანეთისათვის. მონოპოლიის ხელში ჩაგდების შემდეგ, იგი სამი წელი ცდილობდა სამეფო კლუბი დიდების მწვერვალზე დაებრუნებინა, თუმცა ამაოდ. სამი წელი ელოდა გულშემატკივარი თავისი საყვარელი გუნდისგან ლაღ, კომბინაციურ და სანახაობრივ თამაშის ხილვას ე.წ. ''თეთრ ბალეტს'', არადა ფეხბურთელების მხრივ ამისათვის ყველანაირი რესურსი არსებობდა.

გუნდში მოდის კარლო ანჩელოტი. წინამორბედისგან განსხვავებით, იგი აცნობიერებს, რომ ''რეალი'' ყველაზე და ყველაფერზე მაღლა დგას. მას შესანიშნავად მოეხსენება, რომ შედეგი სანახაობის გარეშე აქ არ სჭირდებათ და კაპელოს მაგალითს ითვალისწინებს.
იტალიელს მხოლოდ 6 თვე დასჭირდა იმისათვის, რომ მადრიდელთათვის სამეფო კლუბისათვის დამახასიათებელი არისტოკრატიზმი დაებრუნებინა, რომელიც ენატრება და მისტირის სტაჟიანი გულშემატკივარი. დარბაისელი იტალიელის სიმშიდე, ინტელიგენტური ჩაცმულობა, კოლოსალური გამოცდილება და ტაქტიკური სრულყოფილება კიდევ უფრო ალამაზებს და ეშხს მატებს ''რეალს''.

კარლომ შესანიშნავად გამოიყენა საშემოდგომო დასვენება, საკუთარი კვალი დაამჩნია და საბოლოო გარდატეხა შეიტანა გუნდის თამაშში. ამ პერიოდში მან რამდენჯერმე დაშალა და თავიდან ააწყო ძრავი.

შესამჩნევი სხვაობა შეინიშნება 2013 წლისა და 2014 წლის ''რეალს'' შორის. გამოსწორებულია დაცვის თამაში. სერხიო რამოსი ერთ-ერთ საუკეთესო სეზონს ატარებს კარიერაში. აღდგა ბალანსი დაცვასა და ნახევარდაცვას შორის. ლუკას, ალონსოს და დიმარიას მიერ შექმნილი სამკუთხედი ნახევარდაცვის ცენტრში მუსრს ავლებს ნებისმიერ გუნდს. და რათქმაუნდა, BBC , რომელიც ყველაზე შედეგიანია ევროპაში. მათ ანგარიშზე 70 გატანილი ბურთია.
სანამ მიქელანჯელო სიქსტეს კაპელას მოხატვას დაიწყებდა, სასახლის გუმბათისთვის რომ აგეხედათ სიცარიელეს და აჭრელებულ კედლებს დაინახავდით. შემდეგ იტალიელმა შექმნა შედევრი ფრესკები, რომლებმაც წარუშლელი კვალი დაამჩნიეს სამხატვრო ისტორიას. მსგავსად თავისივე თანამემულისა, ანჩელოტიც შეეცდება ''რეალისგან'' მაქსიმალურად ლამაზი გუნდი შექმნას, რომელიც თავის კვალს დატოვებს ამჯერად საფეხბურთო ისტორიაში.

გუნდისათვის მნიშვნელოვანი ცვილელბა გახდა ბურთზე კონტროლის დაწესება, რომელიც განსხვავებულია მაურინიოს ''რეალისგან'', რომლის დროსაც თითქოს დაპროგრამებული იყვნენ ფეხბურთელები ეთამაშათ მეორე ნომრად. რათქმაუნდა, ამ კომპონენტში ჯერ კიდევ ჩამორჩება სამეფო კლუბი ''ბარსას, რადგან კატალონიელებს უკვე მინიმუმ 8 წელია სისხლში აქვთ გამჯდარი ბურთზე ბატონობა.
აღნიშნული ცვლილების წარმატებით განსახორციელებლად კარლიტომ შემდეგი რამ მოიმოქმედა. მან ნახევარდაცვის ცენტრში მოუხეშავი ჩამშლელის ნაცვლად, შემქმნელი, ტექნიკური და სწრაფი ფეხბურთელი განამწესა.მოდრიჩი-ალონსო-დი მარიას ტრიომ ბრწყინვალედ აუღო ახალ ტაქტიკას ალღო. სამივე მათგანი ბრწყინვალე მოედნის ხედვით და პასით გამოირჩევა, სამივე მათგანს შეუძლია მომენტის შექმნა და ამავდროულად შესანიშნავად თამაშობენ ართმევაზე. გამოდის, რომ გუნდში ირიცხება სამი ისეთი ფეხბურთელი, რომელსაც თავისუფლად შეუძლია როგორც ფლეიმეიკერის, ასევე ჩამშლელის ფუნქციის შესრულება. აღნიშნულ ტაქტიკაში ვერც ხედირა და ვერც ოზილი ფეხს ვერ მოიკიდებდა. ერთის მინუსი შეტევითი პოტენციალის არარსებობაა, მეორისა კი - დაცვის.

სქემა 4-2-3-1, სადაც სრული ხიდჩატეხილობა იყო ნახევარდაცვასა და თავდასხმას შორის გარდაიქმნა 4-3-3. შეუიარაღებელი თვალითაც შესამჩნევია, რომ ამ ცვლილებამ მხოლოდ დადებითად იმოქმედა გუნდზე. დაცვაც, ნახევარდაცვაც და თავდასხმაც მრისხანედ გამოიყურება და მათ შორის სრული საფეხბურთო იდილიაა. ფეხბურთელები უკვე თვალდახუჭული უგებენ ერთმანეთს.


დააკვირდით განლაგებასა და მოძრაობას.


მეფეთათვის შესაფერისად


თითქოს თავისით იხატება კომბინაცია.


მეფეთათვის შესაფერისად


ბევრი შესაძლოა ჯერაც განიცდის ოზილის წასვლას. ხაზგასმით მინდა ავღნიშნო, რომ გერმანელი ამ სქემაში ვერ მოიკიდებდა ფეხს. გუნდში აღარ არის გამოკვეთილი ფლეიმეიკერი. დი მარია დაგეშილი ძაღლივით 90 წუთი დარბის მოედანზე, შეტევასა და დაცვაში თანაბრად სტაბილურია, კატლიტომ თითქოს მიძინებული მხეცი გააღვიძა ანხელში, რომელიც სეზონის დაწყებამდე ყველას ჩამოწერილი ჰყავდა.

მივადექით მთავარს. სამეფო კლუბის ხერხემალს, ჩაბი ალონსოს ანჩელოტიმ ბრწყინვალედ შეუწყვილა ლუკა მოდრიჩი, რომელიც კრეატივის განსახიერებაა მოედანზე. ტექნიკური და ინტელექტუალური სრულყოფა ერთადაა ხორვატ ფეხბურთელში.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, კარლომ შექმნა ნახევარდაცვა, რომელიც წარმატებას განსაზღვრავს, აბალანსებს შეტევასა და დაცვას, თავბრუს ახვევს მეტოქეს, დგამს შოუს.

ანჩელოტის იდეაფიქსად იქცა პრესინგი. მან გუნდს შთააგონა თუ რამდენად მნიშნველოვანია ბურთის დაკარგვის შემთხვევაში მისი სწრაფადვე დაბრუნება. თუ დავაკვირდებით ამ მხრივ საკმაოდ გამოასწორა ბენზემამაც თავისი თამაში.

მეფეთათვის შესაფერისად

მეფეთათვის შესაფერისად


პრესინგის შედეგად მოპოვებული ბურთის შემდეგ, რამდენიმე წამში ბეილს გააქვს გოლი

მეფეთათვის შესაფერისად


''შალკესთან'' მარტივი გამარჯვება გამართლდა. მადრიდმა გელზენკელხენი კოლონიად გამოაცხადა, გერმანიაში სამეფო გვირგვინის აღზევება ვიხილეთ. მანამდე კი ''ატლეტიკოს'' შევახსენეთ თუ ვინ არის მადრიდის ბატონი. ''რეალი'' ნელ-ნელა საჩემპიონო გუნდს ემსგავსება, ტიტულები მხოლოდ დროის საკითხია, მთავარია სწორი პროგრესი და შედეგი გარდაუვალია.

და მაინც რატომ ვერ მოიპოვა ასეთი ძლიერი შემადგენლობით მაურინიომ სანატრელი მე-10 ჩემპიონთა ლიგის თასი ?
მან ფეხბურთელებს არ ასწავლა მოედანზე დომინირება. ასეთი ძლიერი შემადგენლობით მეორე ნომრად თამაში სისულელეა. გავიხსენოთ ''ბაიერნთან'' დაშვებული მიუტევებელი შეცდომა. იმ დღეს თავისუფლად შეეძლოთ თეთრებს მიწასთან გაესწორებინათ მიუნხენელები და გამანადგურებელი ანგარიში დაეფიქსირებინათ, თუმცა გემახსოვრებათ ''განსაკუთრებულის'' ჟესტი, რომელმაც ფეხბურთელებს ანგარიშის შენარჩუნებისკენ მოუწოდა.

გასული ექვსი თვის შეჯამებით შესაძლოა ითქვას, რომ კარლო ანჩელოტი იმსახურებს წოდებას იყოს მადრიდის ''რეალის'' მწვრთნელი. მშვიდად, თავდაჯერებულად და მიზანდასახულად გუნდი დღითიდღე უმჯობესდება. ''რეალს'' სამეფო გუნდის წოდება და პრესტიჯი უბრუნდება.

მე მჯერა, რომ ეს ფორმაციის ''რეალი'' მოიპოვებს ლა დესიმას. რონალდო კიდევ ერთხელ იზეიმებს ჩემპიონთა ლიგაში გამარჯვებას, კასილასი პირველად აწევს კაპიტნის რანგში ამ სანუკვარ თასს, რამოსს ავტობუსიდან გადმოუვარდება(არა ჯობია რამოსს არ დააჭერინონ თასი) და ანჩელოტი გახდება მწვრთნელი, რომელიც მესამედ მოიგებს ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირს.

  • Stifler
  • 28 თებერვალი 2014
  • 6 287
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 16
2 რაფინია 11
3 ბუდიმირი 9
4 ვინისიუსი 8

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

დეკემბერი 2024 (133)
ნოემბერი 2024 (334)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)