პარდესა : "ტემპი არ უნდა დავაგდოთ"
მიგელ პარდესამ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ "ბლანკოსმა" აღებული ტემპი უნდა შეინარჩუნოს და პროგრესი განაგრძოს...
"ეს იყო მატჩი, სადაც თითოეულმა ფეხბურთელმა დაკისრებულ მოვალეობას თავი 100%-ით გაართვა და არცერთი შეცდომა არ დაუშვია."
"განსაკუთრებით აღსანიშნავია ნახევარდაცვის თამაში. დი მარიამ, ჩაბი ალონსომ და ლუკა მოდრიჩმა იდეალური შთაბეჭდილება დატოვეს, ჩვენ გვყავს საკმაოდ მობილური ნახევარდაცვა, რომელიც შეტევას ძალიან ეხმარება, საჭიროების შემთხვევაში კი დაცვაშიც დგას."
"გუნდი ეიფორიაში არ უნდა ჩავარდეს. საჭიროა აღებული კურსის გაგრძელება, რაც საბოლოო წარმატებამდე მიგვყიყვანს, ამ ეტაპზე შესანიშნავ ფორმაში ვიმყოფებით."
"მარტის თვე ურთულესი იქნება და ვფიქრობ ბევრი რამ სწორედ გაზაფხულზე გამოჩნდება, აქედან გამომდინარე ბევრი შრომა და მაქსიმალური თავდაჯერებულობა გვმართებს."
- 27 თებერვალი 2014
- 3 124
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.