ლინეკერი:"იმედია "ბარსელონა" გაიმარჯვებს"
"ბარსელონას ყოფილმა ფეხბურთელმა გარი ლინეკერმა "ელ კლასიკოს" წინ თავისი აზრი დააფიქსირა.
ინგლისელმა განაცხადა, რომ "ელ კლასიკო" უფრო მეტია, ვიდრე თამაში და ასევე წარმატებები უსურვა კატალონიელებს.
ლინეკერმა "ბარსელონაში" 103 მატჩი ჩაატარა და 43 გოლი გაიტანა, ხორო გარის დებიუტი "ელ კლასიკოში" გრანდიოზული გამოდგა. მან ჰეტ–ტრიკი შეასრულა.
"კარგი მოგონებები მაკავშირებს "რეალის" წინააღმდეგ მატჩებში. განსაკუთრებით პირველი მატჩი "კამპ ნოუზე". იმ დღეს მე ჰეტ–ტრიკი შევასრულე, ხოლო პირველი ორი გოლი ხუთ წუთში გავიტანე".
"ეს უფრო მეტია, ვიდრე საფეხბურთო მატჩი. ეს შეხვედრა სხვა თამაშებს არ უნდა შეადარო".
"ორივე კლუბი მსოფლიოს გიგანტები არიან. მუდამ "ბარსელონას" დავუჭერ მხარს, განსაკუთრებით "რეალის" წინააღმდეგ".
ინფორმაციის წყარო: Goal.com
- 27 ნოემბერი 2009
- 3 206
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.