27 კმ. სირცხვილისგან მოშორებით
გელზენკირხენი დორტმუნდთან ახლოსაა.
"მადრიდის რეალი" იგივე სივრცეში იტრიალებს, სადაც წინა წელს ნამდვილი სირცხვილი ჭამა ევროპის მასშტაბით. გელზენკირხენი დორტმუნდისგან 27 კილომეტრითაა დაშორებული. დორტმუნდი კი ვისაც არ გახსოვთ, შეგახსენებთ, რომ სწორედ ის ადგილია, სადაც "თეთრებს" საქვეყნოდ მოჭრეს თავი. ასეთი სიახლოვე კი ანჩელოტის ბიჭებს მეხსიერებაში ამოუტივტივებს წინა წლის ცუდ მოგონებებს და უფრო კარგად და უშეცდომოდ ითამაშებენ.
"შალკეს" გუნდის შესაძლებლობები შეიძლება არ უნდა შევადაროთ წინა წელს კლოპის გუნდის შესაძლებლობებს, მაგრამ "მადრიდის რეალის" ფეხბურთელებმა აუცილებელია, რომ არ დაუშვან იგივე შეცდომები და სურპრიზი არ გამოაცხონ წელსაც. ის, რაც სიგნალ იდუნა პარკზე მოხდა, გამოყენებულ უნდა იქნას, როგორც გაკვეთილი. "დორტმუნდის აჩრდილი" მათ სულ სტარტზე ამყოფებს.
- 26 თებერვალი 2014
- 3 203
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.