ბრილიანტის ლუკა. როგორ გახდა მოდრიჩი ესპანეთის საუკეთესო ნახევარმცველი

ვარსკვლავების შეძენა მადრიდის ''რეალის'' პოლიტიკის განუყოფელი ნაწილია. ფლორენტინო პერესმა სამეფო კლუბში ''სუპერსთარების'' მოყვანა მანამდე დაიწყო, სანამ არაბი შეიხები ევროპულ ფეხბურთში აკვანში რწევით ირთობდნენ თავს, ახლა ისინი მილიარდებს ხარჯავენ, რათა ტიტულები მოუტანონ ''ახლადგამოჩეკილ'', ისტორიის არმქონე გუნდებს. მიუხედავად ამისა, ''ბლანკოსს'' დღესაც ხელეწიფება ნებისმიერი კონკურენტის დამარცხება ამა თუ იმ ფეხბურთელის შეძენის დროს, რადგან მადრიდს ფულის გამო არ ირჩევენ, ყველას ოცნებაა ისტორიაში ყველაზე ტიტულოვანი კლუბის ''გალაკტიკოსის'' კოლექციის ნაწილი გახდეს, სწორედ ეს გამოარჩევს და უპირატესობას ანიჭებს პერესს ნავთობმაგნატებთან ჭიდილში.

2012 წლის მიწურულს ახალ '' ვინც გინდათ ის დაარქვით'' გახდა ლუკა მოდრიჩი, ხოლო მისმა სატრანსფერო ღირებულებამ 35 მილიონი ევრო შეადგინა. ყველაფერი 1999 წლისათვის ნაცნობი სცენარით წარიმართა, გუნდში მოდის ფეხბურთელი იმ პოზიციაზე სათამაშოდ, რომელიც ვაკანტური არ არის და იქვე ჩნდება კითხვა რისთვის ? ან ვინ დაკარგავს სასტარტოში ადგილს: ოზილი? ხედირა ? ალონსო ? თუ არცერთი...

მოდით გავიხსენოთ და განვიხილოთ ის დაბრკოლებები, რომელთა გადალახვა ხორვატს ხვდა წილად ესპანეთში გადმობარგების შემდგომ. მყისიერად მას შემდეგ, რაც მისი თვირთმფრინავი დაეშვა მადრიდის აეროპორტში დაიწყო პრობლემები. უპირველესყოვლისა ამინდი. ლონდონის შემდეგ, მადრიდის კლიმატს შესაძლოა ჯოჯოხეთის ფილიალიც ვუწოდოთ. შემდეგ მოდის ენობრივი ბარიერი. ის რომ ესპანური მეტყველების გაგება და მასთან ადაპტაცია უფრო რთულია, ვიდრე კოსმოსური ხომალდის მართვა რომ გეკითხათ ამას 99- წელს ნიკოლას ანელკაც დაგიდასტურებდათ. და რათქმაუნდა, კულტურა. ყველა არალათინოსთვის ძალიან რთულია ტრადიციულ სიესტასთან(ესპანელთათვის და სამხრეთ ამერიკელთათვის დამახასიათებელი შუადღის ძილი) შეჩვევა.
ყველა ზემოთაღნიშნული მალევე გადალახა ლუკამ და მადრიდში ჩაფრენიდან ერთ კვირაში განაცხადა, რომ ის ტკბება ამ ქალაქში ცხოვრებით. მისთვის ფუფუნება არ ასოცირდება კომფორტთან. ისტორიული მუზეუმების მოყვარული მოდრიჩი მეუღლესთან და ორ შვილთან ერთად ამჯობინებს თავისუფალი დროით ტკბობას.

''მადრიდი დიდი და ძალიან ლამაზი ქალაქია, რომელიც მდიდარია გასაოცარი პარკებით, სადაც ხშირად ვსეირნობ. აქ უამრავ ისტორიულ ღირსშესანიშნავ მუზეუმს ნახავთ, თუმცა მე ოჯახის კაცი ვარ და დროის უმეტეს ნაწილს ჩემს მეუღლესთან და შვილებთან ერთად ვატარებ. ჩვენ ვთამაშობთ და ვუყურებთ მულტფილმებს. ''


რაც უფრო ძვირია ტრანსფერის ღირებულება, მით უფრო მეტია მისგან მოლოდინი . . .


დღევანდელი დროის ადეკვატურობიდან გამომდინარე სენტიმენტალურ, პროფესიონალ ფეხბურთელისათვის სხვა ქვეყანაში სათამაშოდ გადაბარგების შემდეგ, სამი რამაა მნიშვნელოვანი: ოჯახთან სიახლოვე, მწვრთნელთან ახლო კომუნიკაციის ქონა(რათა მისი დავალებები სწორად გაიგოს) და პრესის გავლენისგან თავის დაღწევა(რათა მის თამაშზე არ იქონიოს გავლენა).
გასაგებია, რომ ლუკამ მადრიდში გადმობარგების შემდეგ მაშინვე არ დაიწყო გოლების გატანა და საგოლე გადაცემების კეთება, მას ამისთვის დრო დასჭირდა( თუმცა ''იუნაიტედთან'' იმდენად მნიშვნელოვანი გოლი გაიტანა, რომ მხოლოდ ამისთვის უღირდა იმ მომენეტში ფლორენტინოს მისი შეძენა). პირველ სეზონში ის თამაშობდა კარგად, თუმცა არა ინტერგალაქტიკურ დონეზე. ამიტომაც ზოგიერთმა მიმომხილველმა მისი ტრანსფერი შეაფასეს ყველაზე წარუმატებლად( ალექს სონგის შემდეგ). ფაქტია, რომ ისინი შეცდნენ. მოდრიჩისთვის ადვილი არ ყოფილა ''რეალში'' თავის დამკვიდრება, მოედანზე ადგილის პოვნა, დანარჩენებთან შესისხლხორცება. ლუკამ კარტების გახსნა დაიწყო.
ყოველთვის იმოქმედე სწორად : თუ შენ გაქვს სასიცოცხლო რესურსი(დრო), მაშინ შეგიძლია მსოფლიოს ოქროსფრად შეხედო. ლუკას ჰქონდა დრო და მან ეს დრო მაქსიმალურად სწორად გამოიყენა.

მისი ადაპტაცია იმიტომაც გაიწელა, რომ ''რეალში'' სუფევდა არნახული კონკურენცია. აქ არ კმარა ნიჭიერება, შრომისუნარიანობა და მონდომება. აქ საჭიროა ზენიჭიერება, ზეშრომისნუნარიანობა და ზემონდომება, რათა თავი დაიმკვიდრო, წინააღმდეგ შემთხვევაში გადაგთელავენ. მოდრიჩმა ეს ყველაზე უკეთ გაითავისა. მან ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნა კიდეც, რომ არ სურს ''რეალის'' ნაწილად ყოფნა, მას სურს გუნდის ლიდერი გახდეს. როგორც დოსტოევსკის აქვს ნათქვამი:
'' განა კი ვღირვარ მე ამად, ან მაქვს კი ამის უფლება? ''
ხორვატი გაკადნიერდა და ეს კითხვა არც კი დაჰბადებია.

''ტოტენჰემის'' და ''რეალის'' ლიდერობა აბსოლიტურად განსხვავებული ცნებებია. კაკას მაგალითიც მეტყველებს ამას, თუმცა ლუკასთან ეს პარალელი ურიგოა, მასთან ანალოგიური რამ არ განმეორდება.

ბრილიანტის ლუკა. როგორ გახდა მოდრიჩი ესპანეთის საუკეთესო ნახევარმცველი



ამჟამად, ერთი წლის შემდეგ, პრესეზონის წარმატებით გავლის შემდეგ ლუკა გუნდის კომპასია და ყველაზე მნიშნველოვანი ფეხბურთელიც.( რონალდუს შემდეგ :)). ის იწყებს შეტევებს, ანაწილებს ბურთს, ალაგებს თამაშს, თამაშობს დაცვაშიც ბურთის ართმებაზე. ერთი სიტყვით ორი ფეხბურთელის ფუნქციას მინიმუმ ასრულებს. ამ პატარა ადამიანის თამაშით გულშემატკივრები აღფრთოვანებული ვართ, ვინ წარმოიდგენდა თუ იგი ''რეალის'' მამოძრავებელი ძალა გახდებოდა.

მოდრიჩის ესპანური ისტორია ძალიან წააგავს ყველასთვის კარგადნაცნობ სერიალებს. ხორვატი ახალი პერსონაჟია, თავიდან ისინი ვერ ეწყობიან ერთმანეთს კარგად, მას ბევრი მტერი გამოუჩნდა, რამდენჯერმე სიკვდილსაც გადაურჩა. თუმცა, მაყურებელი იმდენად ეჩვევა მას, რომ მეხუთე სეზონის დამთავრების შემდეგ მოუთმენლად ელის მეექვსის გამოსვლას.

სტატისტიკიდან გამომდინარე არ შეიძლება არ აღინიშნოს ის ფაქტი, რომ სამეფო კლუბში ლუკა მოდრიჩს ამჟამად ყველაზე მეტი ზუსტი პასი აქვს გაკეთებული, ამასთანავე ყველაზე მეტჯერ აქვს ბურთი მეტოქისთვის ართმეული.

საჭიროების შემთხვევაში ლუკა ბრწყინვალე სეივსაც შემოგვთავაზებს


ბრილიანტის ლუკა. როგორ გახდა მოდრიჩი ესპანეთის საუკეთესო ნახევარმცველი


და შეტევასაც


ბრილიანტის ლუკა. როგორ გახდა მოდრიჩი ესპანეთის საუკეთესო ნახევარმცველი


მართლაც, რომ იშვიათ ფეხბურთელთა რიცხვს განეკუთვნება ბალკანელი. მოურინიოს შემდეგ, მისი გაწვრთნა ანჩელოტიმ იტვირთა, რომელმაც ძალიან ჭკვიანური პოზიცია შეურჩია მას. კარლიტომ ლუკაში ანდრეა პირლო დაინახა, თუმცა უფრო მობილური და გათანამედროვებული. აი ეს უკვე მართლაც კოსმოსური კომპლიმენტია, უფრო სწორად '' გალაკტიკური''.

ამჟამად იგი საუკეთესო ნახევარმცველია ესპანეთის მასშტაბით და არამარტო..

'' ეს არის გუნდი, სადაც არავის აქვს მოდუნების უფლება. რაც იყო გუშინ არ არის საკმარისი ხვალისთვის, შენ უნდა განაგრძო პროგრესი, რადგან კლუბი და ფანები ძალიან მომთხოვნები არიან. ისინი მაქსიმუმს ითხოვენ, ამიტომაც შენც ყოველთვის ბოლომდე იხარჯები. აქ კოლოსალური ზეწოლაა, თუმცა ეს პრობლემას არ მიქმნის, პირიქით ვმეგობრობ მასთან, რადგან მეხმარება განვითარებაში. ''
- ამბობს მეთიუ მაკკონაჰის ''Dallas buyers club'' - ის პერსონაჟის ხრინწიანი ხმით ლუკა მოდრიჩი, დახეულ ჯინსებში.

სერიალის მთავარ გმირს თქვენ საბედნიეროდ კიდევ დიდი ხნის განმავლობაში ნახავთ.

ახლა კი მისმინეთ, ძალიან ყურადღებით.

იქნებ ეს არის საუკეთესო ფეხბურთელი, რომელსაც კი უთამაშია ''რეალის'' ნახევარდაცვაში ზიზუს და ფიგუს შემდეგ ?
მას ჯერ კიდევ ძალიან ბერი რამ აქვს დასამტკიცებელი . . .

  • Stifler
  • 23 თებერვალი 2014
  • 6 099
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)