პუიოლი:"შანსები თანაბარია"
"ბარსელონას" მცველი კალერ პუიოლი "ინტერთან" გამარჯვებით გახარებულია და უკვე "ელ კლასიკოზე" ფიქრობს. მისი თქმით, შანსები თანაბარია.
"რეალთან" მატჩი მუდამ მნიშვნელოვანია. "ინტერთან" გამარჯვების შემდეგ გუნდი მორალურად მაღალ განწყობაზეა და გვსურს გამარჯვებების სერია გავაგრძელოთ. ორივე გუნდზე ზეწოლა ხორციელდება და შანსები 50%–50%–ზეა" – აცხადებს კატალონიელთა კაპიტანი.
გუნდებს შორის განსხვავებებზე პუიოლმა შემდეგი განაცხადა. "ყველას თავისი თამაშის სტილი გააჩნია. ისინი ასეთ მატჩებში მუდამ კონცენტრირებულნი არიან. მთავარი ისაა, რომ ჩვენ ბურთს ვფლობთ, სწრაფად ვთამაშობთ და გვსურს გამარჯვების მოპოვება".
მესის გამოცდა
პუიოლი ამ მატჩს მიიჩნევს არგენტინელი ლეონელ მესისთვის გამოცდად. "მესი დაუპირისპირდება კრისტიანო რონალდოს და ამ მატჩში გამოჩნდება ვინ არის მათ შორის ძლიერი. პორტუგალიელი ახლახანს გამოჯანმრთელდა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, უმაღლეს დონეზე ითამაშებს".
კარლესი ასევე ხავის თემასაც შეეხო, რომელიც ასევე წარდგენილია "ოქროს ბურთზე". "არ მაოცებს მისი თამაში. ხავისთან ერთად ძალიან დიდი ხანია ვთამაშობ და ვიცი, თუ როგორი მოთამაშეა ის" – განაცხადა პუიოლმა.
ინფორმაციის წყარო: Defensacentral.com
- 27 ნოემბერი 2009
- 4 134
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.